პროექტის პრეზენტაცია

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია
                                           ,,დაიცავი ბუნება და იქნები დაცული''

                     პროექტი  განახორციელეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა. გარემოს შესწავლა დაიწყეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, კონკრეტულად სკოლის ეზოდან. დაასუფთავეს სკოლის ეზო და დანარჩენ მოსწავლეებს მოუწოდეს, სისუფთავის დაცვა დაიწყონ სკოლის ეზოდან. კვლევა გააგრძელეს სოფლის დათვალიერებით. გამოიკვლიეს მდინარე კინთურას სანაპირო ზოლი. მდინარის სანაპიროზე მრავლად ნახეს დანაგვიანებული ადგილები. გაესაუბრენ სოფლის მოსახლეობას , მოუწოდეს დაეცვათ მდინარე და სოფლის გარემო დაბინძურებისგან. ისაუბრეს გარემოს დაცვითი ღონისძიებების შესახებ. მდინარის სანაპიროზე ნახეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ჩატარებული ნაპირსამაგრი სამუშაოები, კონკრეტულად ჯებირები. გადაიღეს ფოტოები. მოიძიეს ინფორმაცია გარემოს დაცვითი ღონისძიებების შესახებ და მოამზადეს ელექტრონული პრეზენტაცია, იმსჯელეს აღნიშნული ღონისძიებების მნიშვნელობის შესახებ.


https://docs.google.com/presentation/d/1tkKnu-sWJPls2-e_s_jDBrQxzGhuLoKh1VifFCVRCqA/edit#slide=id.p14

Комментариев нет:

Отправить комментарий