სასწავლო პროექტები

                                      1.   პროექტის დასახელება
                             ,, დაიცავი ბუნება და  იქნები    დაცული’’
2.პროექტის ხელმძღვანელი
სპეთის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების   მასწავლებელი
დალი შუკაკიძე
3.პროექტში მონაწილეები
სპეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები
 4.მუშაობის ვადები    : 1.10.2013--30.10.2013
                           5. პროექტის განხორციელების აუცილებლობა
 ეკოლოგიური პრობლემები  ყოველდღიურად დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს. მე-5 კლასის მოსწავლეები ფიქრობენ რომ ამ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა თითეული ადამიანის ვალია. გადაწყვიტეს  ამ პრობლემის მოგვარება დაიწყონ საკუთარი სკოლის ეზოდან და სკოლის მიმდებარე პატარა მდინარე ,,კინთურას ‘’სანაპირო ზოლის გამოკვლევით.
                                                   6.   მიზანი
 პროექტში მონაწილე მოსწავლეები გამოიკვლევენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს და დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს. მოახდენენ გარემოს დაცვითი ღონისძიებების პოპულარიზაციას.
 
                                          7. პროექტის ამოცანები
1.სკოლის ეზოს დასუფთავება
2.მდინარე კინთურას სანაპირო ზოლის გამოკვლევა
3.მდინარის სანაპიროზე  მოწყობილი ნაგავსაყრელების ფოტოების გადაღება.
4.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩატარებული გარემოს დაცვითი ღონისძიებების გაცნობა.
5.სოფლის მოსახლეობასთან გასაუბრება  და მოწოდება მდინარის სანაპირო ზოლის დანაგვიანების შეწყვეტის შესახებ.
6. ელექტორნული პრეზენტაციის მოწყობა გარემოს დაცვითი ღონისძიებების შესახებ.
                                 
              8.   პროექტის მიმდინარეობისას შესაძლო დაბრკოლებები
პროექტის განხორციელების დროს მოსალოდნელი რაიმე პრობლემა არ იკვეთება.

                                             9.პროექტის ასახვა
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მოახდენენ სკოლაში თავიანთი თანატოლების და მასწავლებლების წინაშე   პროექტის ელექტრონულ პრეზენტაციას და ამავე დროს გეგმავენ  სასკოლო კონფერენციის ჩატარებას  თემაზე : ,,დაიცავი ბუნება და იქნები დაცული’’.


                                          10.პროექტის შეფასება
კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
შენიშვნა
პრობლემა:
გამოკვეთილია;
აქტუალურია;
დასაბუთებულია.




მიზანი:
კონკრეტულია;
მიღწევადია;
გაზომვადია.




ამოცანები:
თანმიმდევრულია;
რელევანტურია;




განხორციელების გზები:
რაციონალურია;
პრაქრიკულია;
დროში გათვლილია.




შედეგები:
რეალური;
პრაგმატულია;
მიზანთან შესაბამისია.




რესურსები:
შესაბამისია;
მრავალფეროვანია;
სრულად გამოყენებული.




ასახვა:
ლოგიკურია;
ლაკონურია;
კრეატიულია.





                                                   11.ტრანსფერი
პროექტის განხორციელების შედეგად მიღებულ ინფორმაციას და ცოდნას მოსწავლეები
გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამარტო გაუფრთხილდებიან და დაიცავენ ბუნებას არამედ მოუწოდებენ თავიანთ თანატოლებს  და უფროსებს  ნუ დაანაგვიანებენ გარემოს. გააცნობიერებენ ბუნების დაცვის ნიშვნელობას.

ფასილიტატორის ელექტრონული ფოსტა:dalishuka@gmail.com

პროექტის ვებგვერდის ბლოგი:dalidalishuka.blogspot.com







                                      1.   პროექტის დასახელება
                         ,,ნარკოტიკი და ნიკოტინი გზა ჯოჯოხეთისკენ’’
2.პროექტის ხელმძღვანელი
სპეთის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების   მასწავლებლები
დალი შუკაკიძე, ხათუნა კომლაძე
3.პროექტში მონაწილეები
სპეთის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები
 4.მუშაობის ვადები    :მაისის თვე

                            5. პროექტის განხორციელების აუცილებლობა
სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს,  რომ ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი ვინც იღუპება ნარკოტიკის და ნიკოტინის მოხმარების შედეგად. მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა  გადაწყვიტეს თავიანთი წვლილი შეეტანათ ამ პრობლემის მოგვარებაში.  თვლიან, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად  ერთი ადამიანი მაინც  გადაიფიქრებს ნარკოტიკის და ნიკოტინის მოხმარებას,  მაშინ ამ პროექტის განხორციელება ღირდა.

                                                 6.   მიზანი
მოძიებულ ინფარმაციის , ლიტერატურული წყაროების და კვლევის საფუძველზე დაადასტურონ ნარკოტიკის და ნიკოტინის მავნე ზემოქმედება. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება და სტატისტიკური ანალიზის მოხდენა.  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულიზაცია.

                                           7. პროექტის ამოცანები
● კითხვარის შემუშავება და კვლევის ჩატარება
●კვლევის შედეგების რაოდენობრივი და პროცენტული ანალიზი
● შეხვედრა ექიმ ნარკოლოგთან


●ნარკოტიკისა და ნიკოტინის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით
    ბუკლეტების დამზადება და გავრცელება
●პლაკატის დამზადება და სკოლის ფოიეში თვალსაჩინო ადგილზე განთავსება,
  ნახატების გამოფენა პროექტის თემატიკაზე.
● ნარკოტიკისა და ნიკოტინის მავნე ზემოქმედების შესახებ ვიდეოფილმის ნახვა
●სასკოლო კონფერენციის ჩატარება ,,ნარკოტიკის და ნიკოტინის მავნე ზემოქმედება           ადამიანის ჯანმრთელობაზე’’.


                            
              8.   პროექტის მიმდინარეობისას შესაძლო დაბრკოლებები
 პროექტის მიმდინარეობის დროს შესაძლოა გაჩნდეს ფინანსური პრობლემები


                                             9.პროექტის ასახვა
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მოახდენენ სკოლაში თავიანთი თანატოლების და მასწავლებლების წინაშე   პროექტის ელექტრონულ პრეზენტაციას და ამავე დროს გეგმავენ  სასკოლო კონფერენციის ჩატარებას  ,,ნარკოტიკის და ნიკოტინის მავნე ზემოქმედება    ადამიანის ჯანმრთელობაზე’’.




                                      10.პროექტის შუალედური შეფასება
შემადგენელი ნაწილები
კარგი
საშუალო
სუსტი
შენიშვნა
აქტივობების დასახელება
● კითხვარის შემუშავება და კვლევის ჩატარება


     +











●კვლევის შედეგების რაოდენობრივი და პროცენტული ანალიზი
    +









● შეხვედრა ექიმ ნარკოლოგთან




+
აქტივობის განხორციელებას ხელი შეუშალა ვირუსული ინფექციის მენინგიტის ეპიდემიამ, რის გამოც მოსწავლეეები დათხოვილი იყვნენ სკოლიდან მაისის თვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ამის გამო მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ მოსწავლეების წაყვანა კლინიკაში ნარკოლოგთან შესახვედრად.

●ნარკოტიკისა და ნიკოტინის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით
    ბუკლეტების დამზადება და გავრცელება


    +











●პლაკატის დამზადება და სკოლის ფოიეში თვალსაჩინო ადგილზე განთავსება,
  ნახატების გამოფენა პროექტის თემატიკაზე.
+











● ნარკოტიკისა და ნიკოტინის მავნე ზემოქმედების შესახებ ვიდეოფილმის ნახვა



    +

ვიდეოფილმები მოვიძიეთ ინტერნეტის საშუალებით და მხოლოდ ერთი ფილმის ნახვა შევძელით, ვფიქრობთ რომ უფრო მეტის ნახვა იქნებოდა საინტერესო მოსწავლეებისთვის.
●სასკოლო კონფერენციის ჩატარება ,,ნარკოტიკის და ნიკოტინის მავნე ზემოქმედება           ადამიანის ჯანმრთელობაზე’’.


  +



რესურსების ორგანიზება და მართვა

    +


დროის მართვა

    +

პროექტის ვადებმა განიცადა უნიშვნელო ცვლილება მოსწავლეთა დაუგეგმავი არდადეგების გამო

                                             11. პროექტის  საბოლოო  შეფასება
კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
შენიშვნა
პრობლემა:
გამოკვეთილია;
აქტუალურია;
დასაბუთებულია.
+



მიზანი:
კონკრეტულია;
მიღწევადია;
გაზომვადია.
+



ამოცანები:
თანმიმდევრულია;
რელევანტურია;
+



განხორციელების გზები:
რაციონალურია;
პრაქტიკულია;
დროში გათვლილია.
+



შედეგები:
რეალური;
პრაგმატულია;
მიზანთან შესაბამისია.
+



რესურსები:
შესაბამისია;
მრავალფეროვანია;
სრულად გამოყენებული.

+

მეტი ადამიანური რესურსის გამოყენება უფრო საინტერესოს გახდიდა პროექტის განხორციელების პროცესს.
ასახვა:
ლოგიკურია;
ლაკონურია;
კრეატიულია.
+




                                                   12.ტრანსფერი
პროექტის განხორციელების შედეგად მიღებულ ინფორმაციას და ცოდნას მოსწავლეები

გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, დანერგავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს. თავიანთ ცოდნას და შეხედულებებს ნარკოტიკისა და ნიკოტინის შესახებ გაუზიარებენ ახლობლებს , მეგობრებს და მათაც მოუწოდებენ ბრძოლა გამოუცხადონ ამ მავნე ჩვევებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий