კლასგარეშე ღონისძიებები

                                             კლასგარეშე ღონისძიება
                             ,, დრო და მისი გაზომვა’’
●ღონისძიების მიზანი
ღონისძიება წარმოადგენს მათემატიკის და ბუნებისმეტყველების საგნის ინტეგრირებას.
●ღონისძების გეგმა
1.მასწავლებლის გამოსვლა
2.მოსწავლეთა გამოსვლა: მოთხრობები და ლექსები.
●,,წელიწადი და მისი ოთხი დრო’’
●,,თვე დაკვირა’’
●,, დღე და ღამე’’
●,,საათი’’. ,,ცის საათი’’. ,, მზის საათი’’. ,,სწყლის საათი’’. ,,ქვიშის საათი’’.
●,,როგორ დავაყენოთ გაჩერებული საათი? ‘’
ლექსები  და გამოცანები.
● ,,თვის ,კვირის და დღის გამოცნობა ‘’.
● კონკურსი ,,ვინ უფრო სწრაფად და ზუსტად?’’  ( სახალისო ამოცანების ამოხსნა).

                                 ღონისძიების სცენარი
1.მასწავლებლის გამოსვლა:
ბავშვებო დღეს თქვენ უნდა გვიამბოთ თუ რატომ არ ჩერდება დრო, როგორ ზომავდნენ დროს უძველესი ადამიანები. რა კავშირია დროის გაზომვასა და დედამიწის ბრუნვას შრის ,მზის გარშემო და საკუთარი ღერძის გარშემო. წარმოვადგინოთ სახალისო ამოცანები ამ თემასთან დაკავშირებით. გისურვებთ წარმატებებს და ღონისძიების საინტერესოდ წარმართვას.


2.მოსწავლის გამოსვლა:
ა)ჩვენს წინაპრებს ,ძველად დედამიწა ბრტყელი ეგონათ.ფიქრობდნენ რომ დედამიწას დასასრული ჰქონდა და მის იქით უფსკრული იყო.  მზე დღისით ათბობდა და
 ანათებდა ქვეყანას. ღამით მიწისქვეშეთში მიდიოდა. განვითარდა მეცნიერება და ყველამ გაიგო , რომ დედამიწა არაფერს არ ეყრდნობა, მიჰქრის უსაზღვრო სივრცეში, მაგრამ მზე შორს არ უშვებს , თავისკენ იზიდავს და ამიტომ დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს.
ბ)დედამიწა ვეება ბურთია , რომელიც კოსმიურ სივრცეში ბრუნავს. იგი სულ მთლად მრგვალი არ არის,რადგან ზემოდან და ქვემოდან ოდნავ შებრტყელებულია.
გ) დედამიწამ მზეს ერთხელ რომ შემოუაროს გარკვეული დროა საჭირო . ამ დროს წელიწადი ჰქვია. დედამიწის მზის გარშემო ტრიალის დრო   მზე დედამიწის ერთ  მხარეს პირდაპირ უყურებს და ამ მხარეს ცხელა. მეორე მხარეს ალმაცერად უყურებს და ამ მხარეს ცივა. რადგან დედამიწა მუდმივად მოძრაობს ეს მხარეები იცვლება და ამიტომ დედამიწაზე ხან გაზაფხული, ხან ზაფხული, ხან ზამთარი და ხან შემდოგომაა.
გაზაფხული, ზაფხული
შემოდგომა , ზამთარი
ესეც შენი ოთხი დრო
წელიწადიც მზად არის.
ე.ი წელიწადი და მისი ოთხი დრო , მზისა და დედამიწის პირმშოა.
ცისფერ მთებს და ცისფერ ქედებს
ოქროს ნალი დავაჭედე,
დედამიწა დავრახტე და
ლურჯ კოსმოსში გავაჭენე,
მთვარეს ხელი ჩამოვართვი,
ვარსკვლავებსაც გავუცინე,
მერე მზეს ვეწვიე სტუმრად,
თავსატეხი გავუჩინე,
არ დამწვა და არ დამდაგა,
გამათბო და მომეფერა,
ჩემს საყვარელ რაშთან ერთად
ედემ ბაღში გამაჭენა,
"
გაუფრთხილდით დედამიწას",
შუბლზე ნაზად დამაწერა.



სად არიან წელიწადის დრონი?
მზე მიწაზე ჩამოსახლდა,
ზაფხულია ბარში ახლა.
-
სად გაიქცა გაზაფხული?
-
გაზაფხული მთაში გახლავთ.
იქ ღრუბლებთან დასეირნობს,
ცაში დაჰქრის ფრთიან რაშით.
-
შემოდგომა სადღა არის?
-
იმალება ჭურ-მარანში. -
ზამთარი კი, პატარებო,
მოქცეულა ძალზე ფრთხილად;
ამდგარა და სიცხის შიშით
მაცივარში ჩაკეტილა.

გივი ჭიჭინაძე

გამოცანები:
ხან ბურთივით მრგვალია,
ხან კი ვერცხლის ნალია. (მთვარე)

არც ფრთები აქვს, არც ფეხები,
მას ვერც ხელით შეეხები,
მიფრენს, მიჰქრის, არ ჩერდება,
არც კვდება და არც ბერდება. (დრო)
3.თვე და კვირა
ა)დედამიწა მზის გარშემო მოგზაურობაში მარტო არ არის, მას მთვარე დაჰყვება თან.
მთვარე დედამიწის თანამგზავრია და მის გარშემო ტრიალებს, როგორც დედამიწა ტრიალებს მზის გარშემო. მთვარე ერთხელ რომ შემობრუნდეს დედამიწის გარშემო გარკვეული დროა საჭირო, სწორედ ამ დროს თვე  ეწოდება. წელიწადში 12 თვეა, ე.ი სანამ დედამიწა მზეს ერთხელ შემოუვლის მთვარე დედამიწას თორმეტჯერ შემოუვლის.
ბ) თურმე უძველეს ადამიანებს ჰგონიათ რომ მთვარეა მთავარი თორემ მზე რაა.  მზე მხოლოდ დღისით ანათებს მთვარეს კი ღამითაც შეუძლია გაანათოს. სინამდვილეში მთვარე თვითონ არ ანათებს. იგი მზის სხივებს აირეკლავს და ისე ანათებს. მთვარე ხან სავსეა, ხან კი ახალია ,ნამგალივით ლამაზი. იგი თვეში ოთხჯერ იცვლის სახეს. მთვარემ რომ სახე შეიცვალოს გარკვეული დროა საჭირო, სწორედ ამ დროს კვირა ეწოდება. ამიტომ არის თვეში ოთხი კვირა.
მზე, მთვარე და ღრუბელი
მზემ გადასძახა მთვარესა:
 - ვანათებ არემარესა,
 შენ რის მაქნისი მყავხარო,
 მთელი დღე უქმად დგახარო!
 წარბი შეჭმუხნა მთვარემო,
- ღამეც ანათე ბარემო,
თუ გინდა, გეტყვი სიმართლეს,
 დღე ვის სჭირდება სინათლე?
 ამაზე ნუ ვიკამათებთ,
 ღამით სწორედ მე ვანათებ!
ეს შემოესმა ღრუბელსო,
 ცრემლები ულბობს უბესო.
თქვა - არ შეგშვენით არცერთსო,
ჩხუბს რომ გამართავთ ასეთსო,
 თუ გავიშლები ზეცაზე,
 გაგეჯიბრებით მეც ასე,
თქვენ კი კამათს არ მორჩებით,
არცერთი არ გამოჩნდებით.
შერცხვა, სათქმელი რა ჰქონდა
და მზე მთებს მიღმა ჩაგორდა.
 მთვარეც ფიქრებმა არია
 და ნამგალივით გალია.
ვასილ გულეური

მას ცხრათვალას ეძახიან
უამრავი წელია.
დედამიწას თავს დაჰნათის
და ძალიან ცხელია. (მზე)
4.დღე-ღამე
უძველეს ადამიანებს ეგონათ, რომ დედამიწა უძრავი იყო. მათი აზრით, იმიტომ თენდებოდა და ღამდებოდა, რომ ,მზე ამოდიოდა და ჩადიოდა. ახლა ვიცით, რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს თავის ღერძის გარშემო. ამ ბრუნვის დროს დედამიწის ხან ერთი მხარეა მიშვერილი მზისკენ, ხან მეორე. განათებულ მხარეზე დღეა, გაუნათბელზე ღამე. ღერძის გარშემო დედამიწის შემობრუნებას გარკვეული დრო ჭირდება.სწორედ ამ დროს დრე-ღამე ეწოდება.
გათენდა
გათენდა,
სხივი  გშვენის,
ხემ გადასძახა ხეს:
-გამარჯობა შენი,
მოგილოცავო მზეს! (ტიტე მოსია)
საღამო
მზე დიდი და
მზის თვალები
მთის გადაღმა იმალება
ვარსკვლავთვალა ხამხამითა,
შავი წამოსასხამითა, ღამე მოდის.
მოფრთხიალებს-
უკვე ბაჩას ნახვა მინდა. (მზია ჩხეტიანი)
გამოცანა
(ალექსანდრე საჩინოელი)
ისე არის ნათელი
არ სჭირდება სანთელი. (დღე)
ზაფხულში -მოკლე,
ზამთარში- გრძელი,
ვერ შეეხება
მას კაცის ხელი.( ღამე)
5.საათი
ძველმა ბაბილონელებმა დღე-ღამე 24 ნაწილად დაყვეს. თითეულ ნაწილს საათი ეწოდა.
საათი თავის მხრივ იყოფა 60 ნაწილად და თითეულ ნაწილს წუთი  ჰქვია. წუთიც 60 ნაწილად დაყვეს და თითეულ ნაწილს წამი ეწოდა. საათი, წუთი და წამი დროის საზომი ერთეულებია.
6.ცის საათი
დიდი ხნით ადრე ვიდრე საათს მოიგონებდნენ, უძველესი ადამიანები ცას შეხედავდნენ და ისე ხვდებოდნენ თუ რა დროა.  იმ უძველესი დროიდან მოდის სიტყვები : განთიადისას, დილით,საღამოს, შებინდებისას, შუაღამეს და ა.შ         ე.ი  უძველესი ხალხი დროს დღისა და ღამის ნაწილებით აღნიშნავდა.
 ღამით ჩვენი წინაპრები ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ და მათი მდებარეობის მიხედვით ხვდებოდნენ თუ რა დრო იყო.
7.მზის საათი
  როცა მზე ანათებს , დროის განსაზღვრა ძალიან ადვილია მზის საათის მიხედვით. მზის საათი რომ დავამზადოთ, ამისათვის საჭიროა ავარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც
მთელი დღე მზეა. მიწაში ვერტიკალურად ჩავასოთ ჯოხი. თვალი ვადევნოთ მზის ჩრდილს, პატარა ჯოხებით ავღნიშნოთ ჩრდილის მდებარეობა დილიდან საღამომდე საათების მიხედვით. მზის საათი მზად იქნება. მზის საათი დროს მხოლოდ მზიან ამინდში გვიჩვენებს.
ძველი მზის საათი შემორჩენილია გელათის მონასტრის კედელზე.
8.წყლის საათი
უძველესი ადამიანი ღამით წყლის საათს იყენებდა.წყლის საათის დასამზადებლად ავიღოთ ქილა.ძირში გავუკეთოთ პატარა ნახვრეტი და ჩავასხათ წყალი, წყალი დაიწყებს ნელნელა გამოდენას,წყლიანი ქილა დავამაგროთ სამფეხზე და ქვეშ შევუდგათ მინის  ჭურჭელი. ყოველ საათში ჭურჭელზე გავაკეთოთ დანაყოფები გამონადენი წყლის დონის მიხედვით.
9.ქვიშის საათი
ქვიშის  საათი წყლის საათის ანალოგიურია,  მხოლოდ აქ ზედა ჭურჭელში წყლის ნაცვლად ქვიშაა ჩაყრილი. ქვიშის საათი ქარხანაში მზადდება და დღესაც გამოიყენება სხვადასხვა ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში.
10.დროის გასაზომად თანამედროვე მსოფლიოში მექანიკური და ელექტრონული საათები შეიქმნა. თანამედროვე საათები კიდევ უფრო ზუსტია. მეცნიერებმა გამოიგონეს ატომური საათი, რომელიც 1700 000 წელიწადში მხოლოდ ერთი წამით ცდება.
11.თვის, კვირის და დღის გამოცნობა
აირჩიეთ რომელიმე თვე, კვირა და დღე. მე შემიძლია გამოვიცნო.
დაწერეთ თქვენს მიერ არჩეული თვის ნომერი. გაამრავლეთ ორზე, მიუმატეთ  6; გაამრავლეთ 5-ზე; მიუმატეთ ის რიცხვი მერამდენე კვირაც აირჩიეთ. გაამრავლეთ 10-ზე; მიუმატეთ დღის რიცხვი. თუ დამისახელებთ რა რიცხვი მიიღეთ, მე გამოვიცნობ თუ რომელი თვე, კვირა და კვირის რომელი დღე აირჩიეთ.
12.ნაკიანი წელი
ჩვენ ვამბობთ რომ წელიწადი შეიცავს  365  დღე-ღამეს. სინამდვილეში წელწადი შეიცავს 365 დღე-ღამეს, 6 საათს, 11 წუთსა და 14 წამს.ჩვენ ვითვლით მხოლოდ  დღე-ღამეებს. დაუთვლელი საათები ოთხ წელიწადში ერთ დღე-ღამეს შეადგენენ. ამიტომაა რომ ყოველ მეოთხე წელიწადს ერთი  დღე-ღამე  ემატება და შეადგენს 366 დღე-ღამეს. ესაა ნაკიანი წელიწადი.
                                        ამოცანები კონკურსისათვის
1)   ყმაწვილს ძმები არა ჰყავს. მის დას იმდენივე  ძმა ჰყავს, რამდნიც და. რამდენი და-ძმა არის ოჯახში? ( პასუხი : ორი და  და  ერთი ძმა).
2)   სამი ამხანაგი ტყეში მიდიოდა. შეხვდნენ სამი გზის გასაყარს. ერთი გზა მიდიოდა ქალაქში, მეორე სოფელში, ხოლო მესამე გზა ტყეში იკარგებოდა. ყმაწვილებიდან ერთმა თქვა: მე ვიცი,რომ პირდაპირი გზა არ მიდის ქალაქში. მეორემ შენიშნა: სოფელში რომ მოხვდე, არ უნდა წახვიდე პიდაპირ და არც უნდა გადაუხვიო მარცხნივ.
  ამ სამი გზიდან რომელი საით მიდის, თუ ყმაწვილების მტკიცება მართალია?
(პასუხი: თუ სოფლისკენ გზა არ მიდის პირდაპირ და არც მარცხნივ მაშინ სოფელში მიდის მარჯვენა გზა. თუ ქალაქისკენ გზა არ მიდის არც პირდაპირ და არც მარჯვნივ, მაშინ ქალაქისკენ გზა ყოფილა მარცხნივ. ე.ი პირდაპირ მიმავალი გზა იკარგება ტყეში)
3)   ორ მამას და ორ შვილს ჰქონდა სამი ფორთოხალი, რამდენი ფორთოხალი ჰქონდა თითოს?
4)   ორი ყორანი ხეზე იჯდა და უყურებდა სხვადასხვა მხარეს: ერთი-ჩრდილოეთით, მეორე-სამხრეთით. ერთი ყორანი ეუბნება მეორეს: შენ ბრჭყალები დასვრილი გაქვს! მეორე კი მიუგებს შენ ნისკარტი გაქვს მიწით დასვრილი! რაშია საქმე, ისინი ხომ სხვადასხვა მხარეს იყურებოდნენ როგორ ხედავდნენ ერთმანეთს?


ღონისძიების ორგანიზატორი      
             სპეთის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი: დალი შუკაკიძე







Комментариев нет:

Отправить комментарий