ტრენინგების ანგარიში

ანგარიში
2013            წლის 28 ნოემბერი
1.მასტერკლასის დასახელება
● მასტერკლასის დასახელება: ,,სწავლების თანამედროვე მიდგომები გარდატეხის
ასაკში.’’
● მასტერკლასის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
● მასტერკლასის ჩატარების ადგილი:
მასწავლებლის სახლი
● მასტერკლასის ხანგრძლივობა :
1 დღე (5 საათი)
2.მიზანი და ამოცანები
● მიზანი:
მასწავლებელთა პროფესიული ზრდა, გამოცდილების გაზიარება.
●ამოცანები:
პროგრამა პესტალოცის ღონისძიებების გაცნობა;
ქართველი მასწავლებლები ევროპაში;
გარდატეხის ასაკი;
3.რეზიუმე
 მასტერკლასი ჩაატარა თბილისის მასწავლებლის სახლის ტრენერმა ხათუნა გოგალაძემ, რომელიც არის ასევე თბილისის საბუნებისმეტყველო მწვანე სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი და ასოციაცია ,,ბიოს’’ პრეზიდენტი.  ტრენერმა გაგვაცნო პროგრამა პესტალოცის ღონისძიებები. პროგრამა-,,პესტალოცი’’ განათლების პროფესიონალთა ტრენინგების პროგრამას წარმოადგენს, რომელსაც ევროსაბჭო ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში ახორციელებს 1961 წლიდან. ,,პესტალოცის’’ ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ითანამშრომლონ
ევროპელ კოლეგებთან. გაგვაცნო სამუშაო შეხვედრების ზირითადი თემატიკა. 2009-2012 სასწავლო წლის განმავლობაში ,,პესტალოცის’’  პროგრამის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 40-მა ქართველმა პედაგოგმა. გაგვაცნო პროგრამა პესტალოცის აქტივობები:
● ევროპული სამუშაო სეხვედრები
● ევროპული ტრენინგ  მოდულები
● პროგრამა პესტალოცის საზაფხულო სკოლა
● ეროვნული სემინარები
გავეცანით პროგრამა პესტალოცის აქტივობების თემებს
● ადამიანის უფლებების დაცვა და განათლება დემოკრატიული საზოგადოების შენებისათვის;
● ინტერკულტურული განათლება და კულტურული მრავალფეროვნება;
● ისტორიის სწავლება;
● კაცობრიობის წინაარმდეგ ჩადენილი დანაშაულების ისტორიის სწავლება;
● ევროპაში ბოშათა განათლების საკითხების  კვლევა;
● გენდერი და ისტორია: მასკულინიზმისა და ფემინიზმის ჩამოყალიბება;
●ევროპული ენების პორტფოლიოს გამოყენება;
●ინტერკულტურული  კომპეტენციების შეფასება;
●სქესობრივი განათლება-პერსონალური განვითარება, დისკრიმინაციისა და ძალადობის პრევენცია;
●სასკოლო კავშირებით  მრავალფეროვნებისა და გლობალური განათლების ხელსეწყობა;
●ვირტუალური სოციალური სივრცის გამოყენება განათლებაში;
 გავეცნით პროგრამა პესტალოცის ღონისძიებებს საქართველოში, აგრეთვე ვის აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში. ვნახეთ ფოტოკოლაჟი  ,,ქართველი მასწავლებლები ევროპაში’’ ერთ-ერთი სამუსაო შეხვედრა ეძღვნებოდა სქესობრივ განათლებას.
   შეხვედრის   დარჩენილი დრო დაეთმო გარდატეხის ასაკის თავისებურებზე საუბარს.
აღინიშნა რომ გარდატეხის ასაკი მიცავს  12-13 წლიდან   15-18 წლამდე პერიოდს.
განვიხილეთ პრობლემები რომელიც თან ახლავს ამ პერიოდს:
●ბავშვი უნდა გამოვიდეს ბავშვური ქცევის  სტეროტიპიდან;
●ამ დროს ბავშვს როცა უნდა დიდია როცა უნდა პატარაა. მან მართლა  არ იცის როგორ მოიქცეს;
●მოზრდილთა ცხოვრებაში შემოდის  ქცევის ახალი სტერეორიპები:სიკეთე ,სიყვარული პასუხისმგებლობა და ა.შ ყველა ინდივიდუალურად ართმევს თავს ამ პერიოდს.
    გვესაუბრა რჩევებზე რომელსაც ფსიქოლოგები აძლევენ ამ დროს მშობლებსა და პედაგოგებს. შემდეგ დამსწრე პედაგოგების ჩართულობით  განვახორციელეღ აქტივობა
,,გრძნობები’’. აქტივობის მიზანი იყო  დაგვეყო გრძნობები დადებით და უარყოფითი მნიშვნელობის მქონედ. გამოგვეთქვა ჩვენი მოსაზრება -თუ რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა გრძნობის განცდას გარდატეხის ასაკში და რა გავლენას ახდენს მომავალში,მოსწავლის როგორც პიროვნების ამოყალიბებაზე. ვნახეთ ფილმი ,,სიცოცხლის ოდისეა’’ დავგეგმეთ ინტეგრირებული გაკვეთილი, მოვაწყვეთ გეგმების პრეზენტაცია. მუსაობის პროცესსი გადავიღეთ ფოტოსურათები.

4.მასტერკლასის მნიშვნელობის დასაბუთება
      ძალიან დიდი იყო ჩემი ინტერესი დავსწრებოდი მასტერკლასს. ეს იყო პირველი ღონისძიება  რომელსაც დავესწარი  თბილისის მასწავლებლის სახლში. მაინტერესებდა როგორც ღონისძიების თემა ასევე მისი ჩატარების ფორმა, აგრეთვე გავიცანი დამსწრე პედაგოგები საქართველოს სახვადასხვა რაიონებიდან. დეტალურად გავერკვიე ,,პესტალოცის’’ პროგრამის აქტივობებში. ტრენერმა საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ამ პროგრამის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შესახებ. კონკრეტულად ისაუბრა თუ სწავლების რა მიდგომებს  იყენებენ გარდატეხის ასაკში მოსწავლეებთან. გაიმართა მსჯელობა რა ფორმით გავცეთ პასუხი იმ კითხვებს რომელიც ამ ასაკში აწუხებთ მოზარდებს. ურთიერთობის როგორი ფორმა გამოვიყენეოთ. შემოგვთავაზა საინტერესო აქტივობა ,, გრძნობებზე საუბარი’’ რომელიც მასწავლებლებმა განვახორციელეთ. ეს არის აქტივობა რომელის შედეგად მოსწავლეთა შორის  იმართება გულახდილი საუბარი , ბავშვები უფრო გახსნილები ხდებიან ურთიერთობაში, ეს  კი დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე. სკოლაში  ჩემს კოლეგებს კათედრაზე გავუზიარე მიღებული ცოდნა და აღნიშნული აქტივობა ერთად განვახორციელეთ მე-9 კლასში. ამ აქტივობამ  მოსწავლეები უფრო კომუნიკაბელურები გახადა. საინტერესო იყო ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი , ჯგუფმა რომელშიც მე მოვხვდი  ექვსი საგნის ინტეგრაცია მოვახდინეთ ერთ გეგმაში:ბიოლოგია ქიმია, გეოგრაფია, მატემატიკა, ისტ, მუსიკა. გეგმის შედგენის პროცესში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობით მუშაობას პროფესიული განვითარებისთვის.





ანგარიში

            2013 წლის 17 ოქტომბერი----2013 წლის 20 ოქტომბერი

1.ტრენინგის დასახელება
●ტრენინგის დასახელება:
ინკლუზიური განათლება.
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის ჩატარების ადგილი:
საჩხერის, სოფელ ორღულის საჯარო სკოლა.
ტრენინგის ხანგრძლივობა:
4 დღე (20 საათი).
2. მიზანი და ამოცანები
●მიზანი:
ინკლუზიური განათლება, განვითარების დარღვევები, სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები.
ამოცანები:
1.პედაგოგიური შეფასება;
2.ესგ; ისგ;
3.რთული ქცევა  და ქცევის მართვის სტრატეგიები;
4.განვითარების დარღვევები: აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის
  სინდრომი, გონებრივი ჩამორჩენილობა, დაუნის სინდრომი, ეპილეფსია, ცერებრული
დამბლა, დასწავლის უნარის დაქვეითება დისლექსია, ვილიამსის სინდრომი, ჟილ დელა ტურეტის სინდრომი, ფენილკეტონურია, ალკოჰოლური სინდრომი.
5.კითხვის სტრატეგიები
6.კეთებით სწავლება
7.მულტისენსორული მეთოდი
8.წერის უნარი და მისი განვითარება
 9.მათემატიკური უნარ-ჩვევები და მათემატიკის სწავლების       სტრატეგიები
10.ადაპტირებული გაკვეთილები:  ქართული ენა და ლიტერატურა                                          (VIII კლასი)
●რეზიუმე
+-++ დღე:
           ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა წარმოგვიდგინა საკუთარი თავი  და მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, აქვე აღნიშნა რომ ტრენინგის პირველი ორი დღე ეთმობოდა ფსიქოლოგიურ ნაწილს , მომდევნო ორი დღე პედაგოგიურს. გვესაუბრა ინკლუზიური განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე და სსსმ მოსწავლეთა ტიპებზე. ისაუბრა პედაგოგიური შეფასების შესახებ, შეფასების მნიშვნელობაზე, რათა ბავშვმა დროულად მიიღოს  მისთვის აუცილებელი დახმარება. გნავიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის  ძირითადი საკითხები . ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან  დაკავშირებით ტრენერი გვესაუბრა გეგმის შედგენის ფორმაზე, კომპონენტებზე და მონიტორინგზე. გაიმართა დისკუსია როგორ გავამარტივოთ მაგ:კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით  ესგ-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში. განვიხილეთ სხვადასხვა მოსაზრებები.ისაუბარა  რთული ქცევისა და ქცევის მართვის სტრატეგიებს შესახებ. . განვითარების დარღვევები :( აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობი სინდრომი, გონებრივი ჩამორჩენილობა, დაუნის სინდრომი,
ეპილეფსია ,ცერებრული დამბლა, დასწავლის უნარის დაქვეითება დისლექსია, ვილიამსის სინდრომი, ჟილ დელა ტურეტის სინდრომი, ფენილკეტონურია, ალკოჰოლური სინდრომი) ყველა ჩამოთვლილ დაავადებებთან დაკავშირებით განვიხილეთ დაავადების განსაზღვრა, გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები, სტრატეგიები, ვნახეთ ვიდეოფილმები.

  +++-+V დღე:
1.     ტრენინგის პედაგოგიური    ნაწილი  მიჰყავდა მეორე ტრენერს. ტრენერმა წარმოგვიდგინა საკუთარი თავი და გაგვაცნო ამ ნაწილის დღის წესრიგი. ტრენერი გვესაუბრა კითხვის სტრატეგიებზე, ისაუბრა კითხვის პრობლემებზე,გამოყო სიმპტომები და ზოგადი სტრატეგიები. ვისაუბრეთ კეთებით სწავლებაზე, მულტისენსორულ  მეთოდზე,   წერის უნარის  განვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა თუ რა სირთულეები ახასიათებთ, ყურადრება გაამახვილადარვევის ფორმებზე: წერის საფუძვლების სირთულეები, დისგრაფია და ვიზუალურ-მოტორული ინტეგრაციის სირთულეები, განვიხილეთ  დახმარების სტრატეგიები. ვისაუბრეთ ადაპტირებულ გაკვეთილებზე :( ქართული ენა და ლიტერატურა  (VIII კლასი),
 ჩვენი საქართველო (V კლასი) , ბუნებისმეტყველება (IVკლასი), მათემატიკურ უნარჩვევებს და მატემატიკის სწავლების სტრატეგიებზე.  

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება:
           
            აღნიშნული  ტრენინგის შემდეგ გავაანალიზე რომ ინფორმაცია რომელიც ტრენინგამდე მქონდა ინკლუზიური განათლების  შესახებ იყო ძალიან მწირი.
ამ ტრენინგზე  პასუხი გაეცა ყველა კითხვას რომელიც მქონდა საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულად:  მაინტერესებდა ვის უნდა განესაზღვრა რომ მოსწავლე საჭიროებდა სსმ-ს,  რა როლი უნდა ეთამაშა ამ პროცესში მშობელს და ვისთვის უნდა მიემართა სკოლას საჭიროების დროს მულტიდისციპლინარული გუნდის მოსაწვევად. გამოიკვეთა რომ  პრობლემად რჩება ხშირ შემთხვევაში მშობლის დარწმუნება , რათა თანხმობა განაცხადოს რომ მისმა შვილმა ისწავლოს ინდ.გეგმით.  სიღრმისეულად შევისწავლე განვითარების დარღვევები  მათ შორის პირვლად გავიგე ისეთი დაავადებების შესახებ როგორიცაა: ვილიამსის სინდრომი, ჟილ დელა ტურეტის სინდრომი, ფენილკეტონურია.    სწავლების სტრატეგიების შესწავლა დამეხმარება  სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, დავრწმუნდი რომ ინდ. გეგმის შედგენის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს   სხვადასხვა საგნის მასწავლებლების თანამშრომლობას.


                         სპეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი დალი შუკაკიძე                        


ანგარიში
   2014 წლის 23,24,25 31 მაისი, 1 ივნისი
●ტრენინგის დასახელება:
1-6 კლასის მათემატიკა
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებლის სახლი
ტრენინგის ჩატარების ადგილი:
საჩხერის მე-1  საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივობა:
5 დღე (25  საათი).
2. მიზანი და ამოცანები
●რეზიუმე
I-დღე
●მიზანი:
დაწყებითი საფეხურის მათემატიკის სწავლების და მასწავლებლის სტანდარტის იმ თემების გამოვლენა და დაზუსტება , რომლებზეც ტრენინგის მონაწილეებს სურთ ინფორმაციის მიღება, მომზადება და განხილვა.
ტრენინგი დაიწყო გაცნობით, ტრენერი გახლდათ მასწავლებლის სახლის ტრენერი თამარ ვერულაშვილი, მასალების დარიგებით და რეგისტრაციით. შემდეგ  გავნაწილდით  ჯგუფებად და თითეულმა ჯგუფმა ჩამოვწერეთ ის საკითხები  რომლის შესახებ მეტი გვინდოდა გვცოდნოდა, და რომელიც ეხება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიულ ცოდას მათემატიკაში. დანარჩენი დრო დაეთმო ტესტირებას რომლის მიზანიც გახლდათ  ტრენინგის მონაწილეთა ცოდნის დონის დადგენა და იმ საკითხების გამოკვეთა რომელიც მეტ მუშაობას მოითხოვდა. ტესტირების შემდეგ დაფასთან განვიხილეთ ყველა საკითხი, განვიხილეთ აგრეთვე თითეული ამოცანის ყველა შესაძლო ამოხსნის გზა. ტრენინგი დასრულდა დავალების მიცემით, რომლის პრეზენტაციაც უნდა გაგვეკეთებინა მე-2 სამუშაო დღეს.
II-დღე
●მიზანი:
მიმართულება რიცხვები და მოქმედებები
განვიხილეთ საშინაო დავალების საკითხები, ვიმსჯელეთ გამოყენებულ მეთოდებზე. შემდეგ გავიარეთ  საკითხები:რიცხვების სათანადო გამოყენება სხვადასხვა ასპექტში.რიცხვით სიმრავლეებს შორის კავშირების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით; რიცხვების კლასიფიკაცია; რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება. რიცხვებზე მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების დასაბუთება და გამოყენება; რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა ხერხით;
ტრენინგის დასასრულს ტრენერმა მიგვითითა საშინაო დავალება.
III-დღე
მიზანი : მიმართულება კანონზომიერებები და ალგებრა
საშინაო  დავალების განხილვის შემდეგ, ვიმუშავეთ შემდეგ საკითხებზე: ალგებრული გამოსახულების გარდაქმნა; ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლა ასოების მითითებული მნიშვნელობისათვის წრფივი განტოლებისა და წრფივი უტოლობის ამოხსნა და მათი გამოყენება. სიმრავლეებზე ოპერაციების შესრულება.
IV-დღე
მიზანი: მიმართულება გეომეტრია და სივრცის აღქმა.
წინა დღის საშინაო დავალების განხილვის შემდეგ, მუშაობა გავაგრძელეთ შემდეგ საკითხებზე:ძირითადი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და კლასიფიკაცია.  ფიგურებისა და მათი ელემენტების ზომების დადგენა და შეფასება სხვადასხვა ხერხით და მატი გამოყენება; გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების გამოყენება; სივრცით ფიგურებსა და შლილებს შორისშესაბამისობის დადგენა.
V-დღე
მიზანი: მიმართულება მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
საშინაო დავალების განხილვის შემდეგ ვიმუშავეთ მონაცემთა მოპოვების ხერხების სათანადოდ შერჩევასა და გამოყენებაზე; მონაცემთა მოწესრიგებისა და წარმოდგენის ხერხების გამოყენება და ინტერპრეტირება; მონაცემთა ანალიზი რიცხვითი და გრაფიკული მეთოდების გამოყენებით. შედეგების ინტერპრეტირება და დასკვნების ჩამოყალიბება.
შესვენების შემდეგ  დავწერეთ საკონტროლო წერა და შევაჯამეთ შედეგები. მოვახდინეთ  ტრენინგის მნიშვნელობის შეფასება.
●ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება
ტრენინგზე ჩემი დასწრების მიზანი იყო გავცნობოდი მათემათემატიკის სწავლების მეთოდებს.  რადგან  მიმაჩნია რომ თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების ცოდნა არაფერს ნიშნავს თუ მასწავლებელი არ ფლობს სწავლების შსესაბამის მეთოდებს. ტრენინგზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გავიარეთ, მათ შორის გამოვყოფ  აქტივობების ისე შერჩევას, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნებებისა და მიმართებების ათვისება მანიპულირების საშუალებით. მათემატიკის მიმართ მოსწავლის მიდრეკილებების, ნიჭის გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით სათანადო სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება. შეფასების გამოყენება მოსწავლეთა მრავალმხრივი, მათემატიკური აზროვნების, საგნის სპეციფიკური, უნარ-ჩვევების განვითარების უზრუნველსაყოფად.

          სპეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი დალი შუკაკიძე


ანგარიში
   2014 წლის  24 აპრილი----2014 წლის 25 აპრილი
1.ტრენინგის დასახელება
კომუნიკაციის პროცესი და მოსწავლეთა მოტივაცია
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის ჩატარების ადგილი:
საჩხერის სპეთის საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივობა:
2 დღე (10 საათი).
2. მიზანი და ამოცანები
გავეცნობით კომუნიკაციის სახეებს ,ტიპებს და სტრატეგიებს.
ამოცანები
გავეცნობით:
ეფექტური კომუნიკაციის არსს;
კომუნიკაციის სახეებს (ვერბალური, წერილობითი, არავერბალური);
პრაქტიკულ რჩევებს, როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაცია საკლასო ოტახში;
განვასხვაოთ პასიური, მოჩვენებით აქტიური და აქტიურ მოსმენას შორის;
კითხვათა ტიპებსა და კითხვის დასმის ტექნიკებს;
კომპონენტებს, რომლებიც მოსწავლეებსი კომუნიკაციური კომპეტენტურობის ფორმირებაში ეხმარება;
პრაქტიკული რეკომენდაციები როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია საკლასო ოთახში, მშობლებთან და კოლეგებთან.
რეზიუმე
+-დღ
გავეცანით განსახილველ თემატიკას და მუსაობა დავიწყეთ სიტუაციური ამოცანის გაანალიზებით. განვიხილეთ ეფექტური და არაეფექტური კომუნიკაცია. კომუნიკაციის სახეები: ვერბალური კომუნიკაცია,  არავერბალური კომუნიკაცია,  წერილობითი კომუნიკაცია. ეფექტური კომენტარების ნიმუშები და არაეფექტური კომენტარები. აქტიური  მოსმენის ტექნიკა. ფაქტორები რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი მასწავლებელს და მშობლებს  შორის და როგორ დავძლიოთ იგი? :კომპეტენციის დეფიციტი,აზრთა სხვადასხვაობა, საკუთარი შვილის  ქცევატა სისტემის  შესახებ არასრული ინფორმაციის ფლობა, დიდი ოდენობით მოვალეობები რომელთაც მასწავლებელი და მშობელი ართმანეთს აკისრებენ, პედაგოგისა და მშობლის ბავშვისადმი განსხვავებული დამოკიდებულება.
გავიარეთ რეკომენდაციები, როგორ დავამყაროთ მშობლებტან ეფექტური კომუნიკაცია.როგორ დავამყაროთ კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაცია, კითხვათა ტიპები, კითხვის დასმის ტექნიკა. კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის პრაქტიკული რეკომენდაციები. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კომუნიკაციური კომპეტენტურობის ამაღლებაში, ისეთი საკომუნიკაციო უნარის განვითარებაში, როგორიც არის პრეზენტაცია.
II დღე
მოტივაცია
მიზანი:სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.
ამოცანები:
მოტივაციის არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერება.
მოტივაციისადმი ძირითადი თეორიული პერსპექტივების გაანალიზება.
აბრაამ მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორიისა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენების გაანალიზება.
მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების გაცნობა.
მოსწავლეთა პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით მოტივაციის სტრატეგიის შერჩევა.
განხილული თემატიკა
1.მოტივაციის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში
2.რა არის მოტივაცია? შინაგანი და გარეგანი მოტივაცია
3. აბრაამ მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორია.
ძირითადი  თეორიული მიდგომები მოტივაციისადმი
-ბიჰევიორისტული მიდგომა
-კონგნიტური მიდგომა
5.პიროვნული ფაქტორების გავლენა მოტივაციაზე
-თვითგანსაზღვრა
-მიზნები
-ინტერესები და ემოციები
-თვითეფექტურობა
6. სკოლაში სწავლის  მოტივაციის გაზრდის სტრატეგიები
-სასწავლო ამოცანების ეფექტურად ჩამოყალიბება
-მოსწავლის ავტონომიისა და აღჩევანის უფლების მხარდაჭერა
-მიღწევების აღიარება და მოწონება
-შეფასების ეფექტური სტრატეგიები  ,-დროის ეფექტური სტრუქტურირება
ტრენინგის მნიშვნერლობის დასაბუთება:
კომუნიკაციის პროცესი გულისხმობს ორ ადამიანს შორის ინფორმაციის გაცვლას. ამიტომ ნორმალური სასწავლო პროცესი წარმოუდგენელია ეფექტური კომუნიკაციის გარეშე. აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო იმტომ რომ , ცოდნა გავიღრმავეთ რათა ჩავწვდომოდით ეფექტური კომუნიკაციის არსს არამედ იმითაც რომ დახმარება გამიწია როგორ გავრთვა თავი ,,რთულ’’ მშობლებთან კომუნიკაციას. ასევ მნიშვნელოვანია კოლეგებან ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც პირველ რიგში მოსწავლეების ინტერესებს ემსახურება. ვფიქრობ რომ ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა მასწავლებელი აცნობიერებდეს ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას და პიროვნული ურთიერთობის გამო არ დააზარალონ პროფესიული ურთიერთობები. ტრენინგის შედეგად უკეთესად გავიაზრე თუ რა მნიშვნელობა აქვს კითხვის დასმიის ტექნიკას.რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა კითხვების დასმის დროს. ასევე მნიშვნელოვანი იყო მოტივაციის გაზრდის ტრადიციული მეთოდის ,, დამოძღვრის’’ და თანამედროვე ხერხების შედარება.  ვფიქრობ ძალიან გამომადგება ის რეკომენდაციები რომელიც საჭიროა მოსწავლეებში თვითგანსაზღვრისა და ავტონომიის განცდის მხარდასაჭერად.

სპეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი დალი შუკაკიძე,   
 2014 წლის  26 აპრილი



ანგარიში
   2014 წლის 20 მარტი----2014 წლის 25 მარტი
1.ტრენინგის დასახელება
სასწავლო პროცესის დანერგვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის ჩატარების ადგილი:
საჩხერის სპეთის საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივობა:
5 დღე (25 საათი).
2. მიზანი და ამოცანები
●მიზანი:
მასწავლებლები გავეცნობით:
●მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვის ზოგად პრინციპებს;
●განათლების მიზნების(ბლუმის) ტაქსონომიას, რათა შევძლოთ ამ ცოდნიე ეფექტურად გამოყენება მოქნილი და კრეატიული სასწავლო გეგმების შესადგენად.
ამოცანები:
●ეროვნული სასწავლე გეგმის ძირითადი სიახლეები;
●დაგეგმვის მიზანი;
 ●სასწავლო გეგმის ტიპები;
●გაკვეთილის ეტაპები;
●გაკვეთილის დაგეგმისთვის აუცილებელი კომპონენტები;
●როგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი;
●ინდივიდუალური სასწავლო გეგმები;
●გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში განათლების მიზნების ტაქსონომია; ბლუმის ტაქსონომიის მნიშვნელობა; უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარება.
რეზიუმე
+-დღე
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
პირველი სესია
      ურთიერთგაცნობა;
      ტრენინგის პროგრამის პრეზენტაცია ;
       თანამშრომლობის წესების შემუშავება;
ტრენინგის პირველ დღეს ვისაუბრეთ ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ პრიორიტეტულ კომპეტენციებზე, შემდეგ სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე. პასუხი  გაეცა კითხვებს:  რა მიზანს ემსახურება დაგეგმვა? რა ტიპის  სასწავლო გემებს ვიცნობთ? . განვიხილეთ საგნის გეგმა , თემის გეგმა, კვირის გეგმა, გაკვეთილის გეგმა.  დავგეგმეთ სამ ფაზიანი გაკვეთილი,  რომელიც სამი ეტაპისგან შედგება: გამოწვევა, სიღრმისეული წვდომა, გააზრება , რეფლექსია. განვიხილეთ თუ რა ძირითადი კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს გაკვეთილის გეგმა , როგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი, გავიხსენეთ სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპები. რა არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა?                      განვიხილეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დოკუმენტის და შინაარსი.
II-დღე
მეორე სამუშაო დღე დავიწყეთ ბლუმის ტაქსონომიის გახსენებით,  დამოუკიდებლად ვიმუშავეთ  სავარჯიშოზე რომელიც ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით  მოითხოვდა აქტივობების დალაგებას სააზროვნო დონეების მიხედვით. განვიხილეთ თითეული დონე ცალცალკე. შევასრულეთ სიტუაციური ამოცანები. გავიარეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი, შევასრულეთ სიტუაციური  ამოცანები, სიტუაციების მიხედვით ვიმსჯელეთ  ინტელექტის რომელ ფორმას ივითარებს მოსწავლე მოცემული აქტივობებით.
III-დღე
მუშაობა დავიწყეთ სავარჯშოების შესრულებით მეორე დღის რეფლექსიისათვის.
ვიმუშავეთ -სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიან სტრატეგიებზე. გავეცანით სწავლებისა და სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. განვიხილეთ თემები:
დ.პერკინსის ეფექტური სწავლების პრინციპები;
სწავლების დიდაქტიკური , სოკრატული, პრაქტიკული, და თანამშრომლობითი მეთოდები.
კრიტიკული  აზროვნების  განვითარების ხელშეწყობა;
შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება;
მეტაკონგიტური უნარების განვითარება და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიები;
გრაფიკული ორგანიზატორები, ანუ კონგნიტური დიაგრამები- ეფექტიანი სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი.
მეოთხე დღე
მეტაკონგნიტური უნარების განვითარება; გრაფიკული ორგანიზატორები, სწავლების ფორმები
ვიმსჯელეთ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებსნ საკუთარი აზროვნების პროცესის გაცნობიერებაში და ამოქმედებაში?  მასწავლებელმა ისე უნდა შეარჩიოს კითხვები რომ მოსწავლემ ყურადღება გაამახვილოს მთავარსა და არსებითზე. ვისწავლეთ ეფქტური სტრატეგიები რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ახალი ცნებების და არსებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირების უნარი. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ჩანაწერების გაკეთება/გეგმის შედგენა, ინფორმაციის გადამუშავება (შეკითხვების დასმა), მასალის მოკლედ შეჯამება.  მნიშვნელოვანია აგრეთვე ვასწავლოთ მასალის მოკლდე შეჯამება. ვიმუშავეთ გრაფიკული ოპერატორების სასწავლო პროცესში ეფექტური გამოყენების შესახებ. შევასრულეთ სავარჯიშოები . გავიხსენეთ სასწავლო პროცესის დროს სხვადასხვა აქტივობაში გამოყენებილი გრაფიკული ოპერატორები. ვიმსჯელეთ თუ რამდენად ადეკვატურად ვიყენებით მათ და თუ იყო მიზნის შესაბამისი.
განვიხილეთ დამოუკიდებელი, კონკურენტული, თანამშრომლობითი სწავლება. ვიმუშავეთ პროექტგაკვეთილის დაგეგმვაზე გავარჩიეტ პროექტის სტრუქტურა.
            მეხუთე დღე
            საშინაო დავალება, დამრიგებელი, პიროვნული და სოციალური უნარები
          ამ დღეს პასუხი გაეცა კითხვებს:
 რამდენად ეფექტიანია ჩემს მიერ მიცემული დავალება?
სკოლის რომელ საფეხურზე რა ტიპის დავალებები არის უფრო ეფექტური სახლში გასაკეთებლად?
როგორი უნდა იყოს მშობლის როლი?
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაში?
ვისაუბრეთ დამრიგებლის როლსა და სადამრიგებლო პროგრამებზე  სკოლებში. პიროვნული და სოციალური უნარების ჩამოყალიბების სირთულეებზე გარდამავალ ასაკში.
ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება:
სასწავლო პროცესის დაგეგმვის  და სწავლების ეფექტური სტრატეგიების ცოდნა  მნიშვნელოვანია მასწავლებლისათვის. მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული მასალის ჩაბარება სასერთიფიკაციო გამოცდაზე უკვე მომიწია , მიმაჩნია რომ ტრენინგი ძალზედ მნიშვნელოვანია პროფესიული ცოდნის გააზრებაში. ტრენინგი ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ განმეორება ცოდნის დედაა. ცოდნას მუდმივი განახლება და განვითარება სჭირდება. ჩემთვის ახალი იყო ინფორმაცია ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ კომპეტენციებზე. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მნიშვნელოვან როლს შესარულებს  ჩემს მიერ სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვაზე.
სპეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი დალი შუკაკი
2014 წლის 27 მარტი

ანგარიში
   2013 წლის 17 ოქტომბერი----2013 წლის 20 ოქტომბერი
1.ტრენინგის დასახელება
●ტრენინგის დასახელება:
მასწავლების პროფესიული განვითრება. თვითშეფასება.
კოლეგების ურთიერთშეფასება
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის ჩატარების ადგილი:
საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივობა:
4 დღე (20 საათი).
2. მიზანი და ამოცანები
●მიზანი:
მასწავლების პროფესიული განვითრება. თვითშეფასება.
კოლეგების ურთიერთშეფასება
ამოცანები:
      ●ზგემი
      ესგ-ის კონცეპტუალური ნაწილი
      მეთოდური ორიენტირები
      მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
      მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
      წარმატებული სკოლის მახასიათებლები
      მასწავლებელთა პროფესიონალიზმი  და  პროფესიულ განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები; ურთიერთსწავლების მოდელები;
      მასწავლებლის საქმიანობის შეფასება, შეფასების ფორმები, შეფასების მეთოდები; სამუშაოს შეფასების მოდელები.
      მოსწავლეთა შეფასების შედეგების გამოყენება საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის.
      პროფესიული განვარების პრინციპები წარმატებული სკოლისათვის.
      „კრიტიკული მეგობარი“
      პროფესიული განვითარების სქემის განხილვა
      კარიერული ზრდის საფეხურები
რეზიუმე
+-დღე
პირველი სესია
      ურთიერთგაცნობა;
      ტრენინგის პროგრამის პრეზენტაცია ;
       თანამშრომლობის წესების შემუშავება;
      პიროვნების პროფესიული იდენტიფიკაცია;
      წარმატებული სკოლის სფეროების კრიტერიუმები;
განვიხილეთ სკოლის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები:
ეფექტიანი ხელმძღვანელობა
მიზნები:1.მკაფიო და ფოკუსირებული მისია; 2.მარაღალი სტანდარტები და მოლოდინები;  პროცესი:  4.თანამშრომლობა და კომუნიკაცია; 5. სტანდარტებთან შესაბამისობა; 6. მონიტორინგი და შესაბამისობა; მხარდაჭერა: 7.პროფესიული განვითარება;8.უსაფრთხო და წამახალისებელი სასწავლო გარემო; 9. ოჯახისა და საზოგადოების ჩართულობა.
შესვენება 10 წუთი
მეორე სესია
      მასწავლებელთა პროფესიონალიზმი;
      გავიგეთ თუ რა: რა თვისებები უნდა ჰქონდეს პროფესიონალ მასწავლებლს?
     რა კომპტენციებს უნდა ფლობდეს?  რომელ აქტივობებში აისახება მასწავლებლის            კომპეტენციები?
ს.ფ.-2 - პროფესიული  სტანდარტი – სად ხდება კომპეტენციების გამოვლენა ?
5 კაციანი ჯგუფის თითო წევრი მუშაობს თითო ფურცელზე
შესვენება 10 წუთი
 რა აქტივობები უნდა შეფასდეს მასწავლებლების კომპეტენციების დასადგენად?
      ვინ და როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებლის აქტივობები?
ფორმალური შეფასების ფორმას მიმართავს, რა დროსაც დადგენილი სიხშირით (როგორც წესი, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ) სპეციალურად მომზადებული პროცედურის მიხედვით ხდება კონკრეტული თანამშრომლის/ თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, შეფასების შედეგების დეტალური აღწერა/ აღრიცხვა და მათი შენახვა თანამშრომლის პირად საქმეში.
არაფორმალური შეფასება ამ მხრივ სრულიად განსხვავებული პროცესების ერთობლიობაა.
      ძირითადი მიზანი თანამშრომელთა შრომითი ეფექტიანობის ზრდა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება
      არდება ხშირი (ყოველკვირეული, ყოველთვიური) არაფორმალრი შეფასებები.
      შეფასების შედეგები განიხილება თანამშრომლების აქტიური მონაწილეობით
      უფროსის მიერ მიწოდებული არაფორმალური, ხშირად ზეპირი უკუკავშირი დისკუსიისა და ანალიზის საგანია.
      შედეგების აღრიცხვა არაფორმალურად ხდება და, როგორც წესი, ეს ჩანაწერები არ ინახება თანამშრომლის პირად საქმეში.
      შეფასების მთლიანი ციკლი უფრო სამუშაო პროცესის ხასიათს ატარებს, ვიდრე შეფასებისა, რის გამოც იგი ნაკლებად სტრესულია თანამშრომლებისთვის.

      სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკა, მონიტორინგი, შეფასება და ანალიზი - სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
მესამე სესია
      მასწავლებლის საქმიანობის თვითშეფასება და შეფასება;
      როგორ მოვახდენთ შესრულებული სამუშაოს შეფასება, ისე რომ ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასა და მათთან თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავებას.
      დღის შეჯამება
++-დღე
პირველი სესია
      როგორ შევუწყოთ ხელი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას?
      ფლიპჩარტზე შევქმენით 2 ჯგუფმა – სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროცესის სქემა
       2 ჯგუფმა – პედაგოგის ინდივიდუალური განვითარების გეგმა.
(1) პროფესიული განვითარება ფოკუსირებულია მოსწავლეთა მიღწევებზე და არა მხოლოდ მასწავლებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე.
 (2) პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვაში აქტიურად არიან ჩართული მასწავლებლები. ისინი აფასებენ სწავლებისა და სწავლის პროცესს და განსაზღვრავენ პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ საჭიროებებს;
             (3) პროფესიული განვითარება მასწავლებლის ყოველდღიური სამუშაო                                      
პრაქტიკის შემადგენელი ნაწილია.
(4) პროფესიული განვითარება აღიარებს კვლევის მნიშვნელობას და მასწავლებლებს ასწავლის კვლევის შედეგების ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
(4) პროფესიული განვითარება აღიარებს კვლევის მნიშვნელობას და მასწავლებლებს ასწავლის კვლევის შედეგების ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
(6) პროფესიული განვითარება ეფუძნება საქმიანობისთვის მნიშვნელოვან, სასარგებლო და კონკრეტულ მონაცემებს და არა ზოგად წარმოდგენებსა და შეხედულებებს.
(7) პროფესიული განვითარება უწყვეტი, პერმანენტული პროცესია და არა ეპიზოდური, ფრაგმენტული ინიციატივები.
(8) სკოლის ადმინისტრაცია აღიარებს პროფესიული განვითარების მნიშვნელობას;
სკოლის ბაზაზე არსებული პროფესიული განვითარების ფორმები
ტრენინგი, გაკვეთილზე დასწრება, მენტორობა, ურთიერთდაკვირვება,
პრაქტიკის კვლევა,სასწავლო ჯგუფები, სამუშაო შეხვედრები.
მეორე სესია
      პროფესიული განვითარების პრინციპები წარმატებული სკოლისათვის;
ყურადღება გამახვილდა პროფესიული განვითარების პროცესის ელემენტებზე:
1)საჭიროებების კვლევა; 2)აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
3)ეფექტის შეფასება;
      კოლეგებთან თანამშრომლობა, პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. რეალური თანამშრომლობა გულისხმობს ოთხი კონკრეტული ელემენტის არსებობას:
      მასწავლებლები საუბრობენ სწავლებისა და სწავლისპრაქტიკის შესახებ. მატი განხილვები არის ხშირი, რეგულალური, გულწრფელი დაკონკრეტული.
      მასწავლებლები აკვირდებიან ერთმანეთის საქმიანობას, შემდეგ კი გამოთქვამენ მოსაზრებას და განიხილავენ ერთმანეთის გამოცდილებას.
      მასწავლებლები ერთად მუშაობენ სასწავლო პროგრამის დაგეგმვაზე, განხორციელებაზე, კვლევასა და შეფასებაზე.
      მასწავლებლები ერთმანეთს ასწავლიან და უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სწავლისა და სწავლების შესახებ.
შესვენება  10 წუთი
       „კრიტიკული მეგობარი“;
ს/ფ–4 – თვიშეფასების პიროვნული მახასიათებლების კვლვა
დამოუკიდებლად ვიმუშავეთ წყილებში და ერთმანეთს გავზიარეთ მოსაზრებები
აქტივობა შევაჯამეთ კითხვებით:
 რატომ არის ძნელი მასწავლებლებისათვის თვითშეფასება?
არის თუ არა ანგარიში თვითშეფასების ერთ–ერთი ფორმა ?
      “კრიტიკული მეგობრების” ინსტიტუტი
ურთიერთდაკვირვების მოდელი  - 3 ეტაპისგან შედგება
1.დაკვირვების წინა შეხვედრა - მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზეც ხდება დასწრება, აცნობს კოლეგას გაკვეთილის გეგმას; უხსნის, რა სახის დახმარებას ელის მისგან, რის შემდეგაც კოლეგები ერთობლივად შეიმუშავებენ შეფასების რუბრიკას/კრიტერიუმებს.
2.გაკვეთილზე დასწრება - დაკვირვება გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესზე, ან ცალკეულ დეტალებზე და  შედეგების დეტალური აღნუსხვა.
3.გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა - დაკვირვების შედეგების ანალიზი, შეფასება და გაკვეთილის გეგმაში კორექტირების შეტანა.
ურთიერთდაკვირვების ხუთი მოდელი
1)აღწერითი დაკვირვება
 დამსწრე მასწავლებელი აკვირდება ყველაფერს, მოვლენებს სხვადასხა კუთხით ხედავენ. მიზანია:ფოკუსის დადგენა. სუსტი მხარე:დიფუზიური ხასიათი.
2)ფოკუსირებული დაკვირვება
დაკვირვება გაკვითილის რომელიმე ნაწილზე. მიზანია:პრობლემური სიტუაციის გადაჭრა კოლეგის დახმარებით.
3)გუნდური მუშაობა
ერთად გეგმავენ გაკვეთილს და აკვირდებიან სასწავლო პროცესს.
მიზანია: სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.სასარგებლოა ორივე მასწავლებლისთვის.
4)ჩართული დაკვირვება
მასწავლებელი მონაწილეობს და თან აკვირდება გაკვეთილს, აფასებს მოსწავლის პერსპექტივიდან რამდენად კარგად იგებს მოსწავლე ახსნილ მასალას.
5)თვითდაკვირვება
წინასწარშემუშავებული თვითშეფასების სქემა. დაემთხვევა თუ არა თვითშრფასების სქემის შედეგები. მიზანი: ობიექტური თვითშეფასების უნარის განვითარება.
შევავსეთ  ს/ფ – 5: პროფესიული სტანდარტზე დაფუძნებული აქტივობების შეფასება.
            მესამე სესია
      პროფესიული განვითარების სქემის განხილვა;
განვიხილეთ სქემის აქტივობები
1.საგაკვეთილო პროცესი
      სამოდელო გაკვეთილი ერთი საგნის ფარგლებში. (დაგეგმვა და თვითშეფასება)
      ინტეგრირებული გაკვეთილი
2.პროექტზე დაფუძნებული სწავლება
      პროექტ – გაკვეთილი
      სასწავლო პროექტი
      სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი
3.ისტ-ის გამოყენება
      სასწავლო დამხმარე რესურსების შექმნა
      ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილის ეფექტურად ჩატარებისათვის
      ინტერნეტში,მოსწავლეებისა და კოლეგებისათვის, ბლოგის და სხვა ელქტრონული საშუალებებით დამხმარე რესურსების განთავსება
4.მოსწავლეთა აღმზრდელობითი პროცესი და არაფორმალური განათლება
      მშობლებთან და თემთან ეფექტური ურთიერთობის სტარტეგია
      კლასის დამრიგებელის სააღმზრდელო სტარტეგია
      არაფორმალური განათლების გამოყენების სტრატეგია
5.სასწავლო რესურსების შექმნა და მოზიდვა
      სახელმძღვანელოს ავტორობა და თანაავტორობა
      ტრენინგმოდულის ავტორობა
      დამხმარე საშუალებების და რესურსების შექმნა
      ადამიანური რესურსების მოძიება და გამოყენება
6.მოსწავლეთა მიღწევები
      მოსწავლეთა პროგრესი სწავლაში
      მოსწავლეთა მიღწევები ოლიმპიადებზე, კონფერენციებსა და კონკურსებში
7. თვითშეფასება და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე
      მონაწილეობა პროფესიული განვითარების ტრენინგებში
      პროფესიული სტაჟირების გავლა
      კვლევის ჩატარება საგანმანათლო თემაზე
      თვითშეფასების კომპეტენციის შეფასება
8. თანამშრომლობა კოლეგებთან, ცოდნის გაზიარება.
  
      კონფერენციებში და სემინარებში მონაწილეობა მომხსენებლად
      საგანმანათლებლო თემაზე სტატიის დაწერა და გამოქვეყნება
      მენტორობა
      პრაქტიკანტებთან მუშაობა სკოლაში
      კათედრაზე პრეზენტაციის მოწყობა, საგანმანთლებლო თემის წარმოდგენა
      ტრენერად მუშაობა
      თანამშრომლობითი წყვილების შექმნა – „კრიტიკულიმეგობარი“–ს ინსტიტუტი. სასკოლო ქსელების შექმნაში მონაწილეობა
      პროფესიული განვითარების ჯგუფში მონაწილეობა

      კარიერული ზრდის საფეხურები.
      დღის შეჯამება
საშინაო დავალება
ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება და პროფესიული განვითარების ცენტრში გაგზავნა სქემის კოორდინატორთან კახა ჟღენტთან.
ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება:
   როგორც ყველა მასწავლებლისთვის  ასევე ჩემთვის, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო იმ კონცეფციის განხილვა რომელსაც ეფუძნება ჩვენი ძირითადი  სამუშაო დოკუმენტი ეროვნული სასწავლო გეგმა.  მასწავლებლის პროფესიული განვითარება წარმოუდგენელია ისე რომ, გააზრებული არ ქონდეს ზოგადი განათლების სისტემის ღირებულებები და არა მარტო ოფიციალურ დოკუმენტებში გაწერილი ღირებულებები. გავაცნობიერე მჭიდრო ურთიერთკავშირი იმ სამ ძირითად კომპონენტს შორის: აკადემიური საქმიანობა (1.სასწავლო გეგმა; 2.შეფასება; 3.სწავლება) , სასწავლო გარემო(1.სკოლის კულტურა;2. მოსწავლის ოჯახის, საზოგადოების მხარდაჭერა;3. პროფესიული განვითარება), ეფექტიანობა (1.ხელმძღვანელობა; 2.დაგეგმვა და ორგანიზება).
შეუძლებელია მასწავლებლის პროფესიული განვითარება თუ ამ სამი კომპონენტიდან რომელიმე არ მუშაობს სკოლაში. ამიტომ  მივხდი რომ აუცილებელია ვითანამშრომლო სკოლაში არამარტო მასწავლებლებთან არამედ ხელმძღვანელობასთან.
იმის ცოდნა თუ რა აქტივობებს შაფასებენ და როგორ შეაფასებენ ჩემი როგორც პედაგოგის კომპეტენციის დასადგენად დამეხმარება ჩემი სამუშაო გეგმის ორგანიზებასა და ფორმირებაში. მივხდი რომ არაფორმალური შეფასება რაც უფრო ხშირი იქნება უკეთეს შედეგს ვაჩვენებ ფორმალური შეფასების დროს.
ტრენინგზე მიღებული ცოდნის შედეგად უკვე მე თვითონ  შემიძლია შევიმუშაო ინდივიდუალური სამუშაო გეგმა სადაც აღწერილი იქნება ის ღონისიებები  რომელიც ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ განვითარებას სკოლის ბაზაზე. ღონისძიეების დაგეგმვის დროს  უნდა გავითვალისწინო რომ სკოლის გარეთ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გავააქტიურო სკოლაში სასწავლო პროცესის დროს. ჩემთვის ახალი  იყო ,,კრიტიკული მეგობრის ‘’ ინსტიტუტი. აუცილებლად გამოვიყენებ, მაგრამ მიმაჩნია რომ ამ აქტივობის გამოყენებისთვის საჭიროა სკოლაში ყველა მასწავლებელს ჰქონდეს ინფორმაცია და ერკვეოდეს თუ რას ნიშნავს კრიტიკული მეგობარი. ასევე მუშაობას გამიადვილებს სქემის აქტივოების ჩამონათვალი  ინდ.გეგმის შედგენას. ვფიქრობ რომ აღნიშნული ტრენინგის გავლა აუცილებელი წინა პირობა იყო პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვისთვის.

             სპეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი დალი შუკაკიძე








 ანგარიში
2014 წლის 29 მარტი
1.მასტერკლასის დასახელება
● მასტერკლასის დასახელება: ,,სასკოლო პროექტები-კრეატიული ხედვა          საგანმანათლებლო სივრცეში.’’
● მასტერკლასის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
 ასოციაცია-ბიო
● მასტერკლასის ჩატარების ადგილი:
თბილისი საერო სკოლა-ბინული
● მასტერკლასის ხანგრძლივობა :
1 დღე (5 საათი)
2.მიზანი და ამოცანები
● მიზანი:
მასწავლებელთა პროფესიული ზრდა, გამოცდილების გაზიარება.
●ამოცანები:
რას ფიქრობენ ექსპერტები?
პროექტული სწავლების რაობა
რას მოიცავს პროექტული სწავლება?
რეზიუმე
მასტერკლასი დაიწყო გაცნობით, მასტერკლასი მიჰყავდათ მარინა ჭელიძეს, ქ.თბილისის საერო სკოლა ბინულის პედაგოგს და მარინა ჯალიაშვილს ქ.რუსთავის სსიპ №7  სკოლის მასწავლებელს. შემდეგ წარმოგვიდგინეს პრეზენთაცია თემაზე ,,სასკოლო  პროექტები-კრეატიული ხედვა საგანმანათლებლო სივრცეში’’ გვესაუბრნენ პროექტული სწავლების რაობაზე, აღნიშნეს რომ იგი:
●არის კურიკულუმსა და სტანდარტებზე დაფუძნებული.
●სვამს კითხვას ან პრობლემას, რომელსაც ყველა მონაწილეს შეუძლია უპასუხოს, კონკრეტული პრაქტიკული გამოცდილება პროექტულ სწავლებასთან ერთად მოდის.
●საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოიკვლიონ რეალური თემები და საკითხები.
●აბსტრაქტული ინტელექტუალური ამოცანების დახმარებით იკვლევენ კომპლექსურ საკითხს.
რას მიცავს პროექტული სწავლება?
კითხვა, გეგმა ,განრიგი, მონიტორინგი, შეფასება, გამოსახვა.
წარმოგვიდგინეს პროექტის შეფასების სქემები: შუალედური მონიტორინგი (ფასდება პროექტის მიმდინარეობის პროცესი),  ცალკეული მოსწავლის შეფასება (ფასდება მოსწავლის უნარები), პროექტის საბოლოო შეფასება.
წარმოგვიდგინეს მათი ხელმძღვანელობით განხორციელებილი  წარმატებული პროექტი
,,მავნე ჩვევები’’ დავიყავით ჯგუფებად თითეულმა ჯგუფამა ჩამოვწერეთ პრობლემები , შემდეგ ავარჩიეთ ერთი , რომლის გადაჭრაც სასკოლო პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იყო , ნაწილობრივ მაინც.  შევიმუშავეთ პროექტის მონახაზი და გავაკეთეთ პრეზენტაცია.
მასტერკლასის მნიშვნერლობის დასაბუთება:
მასტერკლასმა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით რომ ნათელი წარმოდგენა შემექმნა პროექტული სწავლების შესახებ. პროექტის დაგეგმვის დროს მოსწავლეების ჩართვა პროეტის შენების პროცესში , პროცესს უფრო შემოქმედებითს ხდის. ამავე დროს უფრო ვინარჩუნებთ სიმარტივეს ასაკთან შესაბამისად. დახმარება გამიწია პროექტის შეფასების ნიმუშების გაცნობამ. მნიშვნელოვანია იდეების ჩამოწერა და კონცეპტუალური რუკის შედგენა. იმის გარკვევა თუ რა სტანდარტები დაგვჭირდება. მასტერკლასის შედეგად ვფიქრობ უფრო ნათლად ჩამომიყალიბდა ცოდნა პროექტული სწავლების შესახებ.
სპეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი: დალი შუკაკიძე
2014 წლის  30 მარტი















Комментариев нет:

Отправить комментарий