ინტეგრირებული გაკვეთილები

გაკვეთილის თემა
საგნების მასა
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
პირველი საფეხური, დაწყებითი   IV კლასი
მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, საინფორმაციო ტექნოლოგიები
მაემატიკა:მასწავლებელი დალი შუკაკიძე
ბუნებისმეტყველება: მასწავლებელი ხათუნა კომლაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
6 მოსწავლე, არც ერთი არ საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
აქტივობა-სლაიდშოუს ჩვენება;
  მიზანი:გავლილი მასალის განეორება,
  შედეგი:მოსწავლეები გაიხსენებენ მასის საზომ ხელსაწყოს და  
                ერთეულებს. დიდ ერთეულებს  გამოსახავენ  უფრო
                მცირე ერთეულებით.
ბუნებისმეტყველება
    მიზანი:მოსწავლეებმა ვიზუალურად ნახონ სხვადასხვა სახის
                  სასწორები, რომელსაც ადამიანები იყენებენ ყოფაცხო-
                   ვრებაში, მასის ეტალონის გაცნობა. 
   შედეგი:მოსწავლეები განივითარებენ ცოდნას მასის საზომი ხე-
                  ლსაწყოების მრავალფეროვნების შესახებ.
აქტივობა-წყვილებმა მოცემული მონაცემების მიხედვით უპასუ-
                   ხონ კითხვებს;
 მათემატიკა
 მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ სამნიშნა და ორნიშნა
                რიცხვების გაორმაგება და განახევრება, აგრეთვე სამნიშნა
                და ორნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლება.
 შედეგი:მოსწავლეები განივითარებენ გამრავლების, გაყოფის, შე-
                 კრება-გამოკლების წერითი ალგორითმების გამოყენების
            უნარ-ჩვევებს.
ბუნებისმეტყველება
 მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ ცხოველების დახასიათება.
                 დადგინონ შესაბამისობა ორგანიზმებსა და მათ
                 ნაშიერებს შორის.
 შედეგი: გამოიმუშაონ ცოცხალი ორგანიზმების დაჯგუფების
                უნარი სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.
აქტივობა-წყვილები მონაცემების მიხედვით უპასუხებენ                 
                   კითხვებს.
მათემატიკა
 მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ  გამოსახულების შედგენა და
                რიცხვის ნულით დაბოლოვებულ რიცხვზე გამრავლება.
 შედეგი:მოსწავლეები  განივითარებენ გამოსახულებაში მოქმედე-
                ბათა თანმიმდევრობის დადგენის უნარ-ჩვევებს. ნულით
                 დაბოლოვებულ რიცხვებზე გამრავლების უნარ-ჩვევებს.
ბუნებისმეტყველება
მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ ცხოველების დახასიათება.
              დადგინონ შესაბამისობა ორგანიზმებსა და მათ
               ნაშიერებს შორის.
 შედეგი: გამოიმუშაონ ცოცხალი ორგანიზმების დაჯგუფების
                უნარი სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.

                
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მათემატიკა
მათ.+|.2.სხვადასხვა ხერხით ასრულებს ნატურალურ რიცხვებზე
            შეკრება-გამოკლების მოქმედებებს და აფასებს მოქმედება-
            შედეგს.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
              1.ზეპირად ასრულებს შეკრება-გამოკლების მოქმედებებს
                  რომელიმე ხერხის გამოყენებით და ხსნის გამოყენებულ
                 ხერხს. 
               2.ასრულებს შეკრება-გამოკლებას სხვადასხვა ხერხის (შე-
                  ფასება, ზეპირი ანგარიში, წერილობითი ალგორითმები)
                  გამოყენებით; კონკრეტული მაგალითისთვის ირჩევს
                  მათგან  უფრო ხელსაყრელს.
               3.ადარებს გამოთვლების შედეგს მის მიერვე წინასწარი
                   შეფასებით მიღებულ პასუხს და მსჯელობს გამოთვლე-
                   ბის შედეგების მართებულობის შესახებ.
                4.ავსებს წერითი ალგორითმების გამოყენებით შესრუ-
                   ლებული შეკრების/გამოკლების ნიმუშში გამოტოვე-
                   ბულ ციფრებს და ასაბუთებს პასუხს.
მათ.+|.5.იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა
                ერთეულებს.
            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
               1.გამოსახავს სიგრძის/წონის  რომელიმე დიდ ერთეულს
                 (აგრეთვე დიდი ერთეულების ნახევარს) მცირე ერთეუ-
                 ლით.
ბუნებისმეტყველება

ბუნ.IV.2.მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის  ნიშან-თვისებების   ადაპტაციური მნიშვნელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          აკვირდება და აღწერს მცენარეებისა და ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ეკლები, შეფერილობა, თესლის გავრცელების სამარჯვები, ცხიმის მარაგი, საფარველი), რომლებიც ეხმარება მათ გარემოსთან შეგუებაში;
·          აღწერს ცხოველთა ქცევას (მაგ., მიგრაცია, ჯოგებად გაერთიანება, შთამომავლობაზე ზრუნვა) და განმარტავს მის მნიშვნელობას გარემოსთან შეგუებაში;

ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას;


თანმიმდევრობა
+-აქტივობა (3წთ)-ორგანიზებულობა;
                     მოსწავლეებს ვანაწილებ სამ  წყვილად. დაფაზე ვწერ
                     გაკვეთილის თემას.
++-აქტივობა(5წთ)-პროექტორის მეშვეობით ბავშვებს ვაჩვენებთ
                       მასალას სხვადასხვა სახის  სასწორებისა და მასის
                       საზომი ერთეულების შესახებ.
                 
+++-აქტივობა(5წთ)-კითხვა-პასუხი;
                      სამივე წყვილს ვუსვამ კითხვებს.
                      1.გავიხსენოთ, რომელი ხელსაწყოს ვიყენებთ საგნის
                        მასის გასაზომად?
                      2.ჩამოთვალეთ მასის საზომი ერთეულები
                      3.რამდენ გრამს უდრის ერთი კილოგრამი?
                      4.რომელ საზომ ერთეულს ვიყენებთ პატარა მასის
                         საგნების გასაზომად?
                      5. .რომელ საზომ ერთეულს ვიყენებთ  დიდი  მასის
                         საგნების გასაზომად?
                      6.როგორ ჩაიწერება გრამი? კილოგრამი?

+V-აქტივობა(10-12წთ)-მუშაობენ წყვილებში. უნდა გამოიყენონ
                       მითითებული მონაცემები და უპასუხონ კითხვებს.
                        მოცემული აქვთ: ჟირაფის მასა-1600კგ.
                                                        ვეფხვის მასა-255კგ.
                                                        აქლემის მასა-681 კგ.
                         1.თუ ვეფხვის მასას გააორმაგებ,რას მიიღებ?
                         2.თუ ჟირაფის მასას გაანახევრებ, რას მიიღებ?
                         3.რამდენი კილოგრამით მეტია აქლემის მასა ვე-
                           ფხვის მასასთან შედარებით?
                         4.რამდენი კილოგრამით ნაკლებია აქლემის მასა
                            ჟირაფის მასასთან შედარებით?
                         ჩაწერეთ შესაბამისი ტოლობები რვეულში.
                         თითეული წყვილიდან ერთერთი მოსწავლე                    
                         წარმოადგენს პასუხებს მოცემულ კითხვებზე.
                         კითხვები ბუნებისმეტყველებიდან-(ბუნ.მეტყვე-
                            ლების მასწავლებელი კითხვებს უსვამს სამივე
                            წყვილს)
                             1.მოცემული ცხოველებიდან რომელია მტაცე-
                                ლი?
                             2.რომელი მიეკუთვნება ბალახისმჭამელს, ხო-
                                რციხმჭამელს ან ნაირმჭამელს?

                             3.როგორ მრავლდებიან?  კვერცხისდებით თუ
                               ცოცხლადმშობი არიან?
                             4. რით კვებავენ ნაშიერს?
                             5.დააკავშირეთ თითეული ცხოველი თავის ნაში-
                                 ერთან.
                               (მასწავლებელი სამივე წყვილს აძლევს წინა-
                                  სწარ გამზადებულ ბარათებს, სადაც ჩამო-
                                 თვლილია ცხოველები და მათი ნაშიერები)
                                ვეფხვი          კოზაკი        
                                ჟირაფი          ბოკვერი
                                აქლემი           ჟირაფი
                               თითეული წყვილი წერილობით წარმოადგენს
                               პასუხს.
V-აქტივობა(10-12წთ) წყვილები მონაცემების მიხედვით 
უპასუხებენ კითხვებს.
                               ,,დათვისა და მისი ორი ბელის მასა ერთად
                               1100კგ-ია. დათვის მასა 720კგ-ია, ერთი ბელის
                               მასა 180კგ-ია. რას უდრის მეორე ბელის მასა?

                                მელიის მასა 52კგ-ია. ბიზონის მასა მელიის
                                მასაზე 10-ჯერ მეტია, რამდენი კილოგრამია
                                ბიზონის მასა?’’
                                წყვილები წერილობით წარმოადგენენ პასუ-
                                ხებს.
                                კითხვები ბუნებისმეტყველებიდან 
                                (ბუნ.მეტყველების მასწავლებელი კითხვებს
                                უსვამს სამივე  წყვილს)
                                1.რა ჰქვია ამოცანაში მოცემული ცხოველების
                                    საბინადრო გარემოს?
                                2.გაანაწილეთ ცხრილში:
                                
ნაირმჭამელი
ხორცისმჭამელი
მცენარისმჭამელი



                                3.დააკავშირეთ ცხოველები მათ ნაშიერებთან:
                                ბიზონი                      ლეკვი
                                მელა                            ბელი
                                დათვი                         ხბო
                                 4.როგორ მრავლდება თითეული მათგანი?
                                 5.რომელია მტაცებელი? ბიზონი, მელა თუ
                                  დათვი?


შეფასება

განმავითარებელი,
შეფასდება თითეული მოსწავლე შეფასების
რუბრიკის მიხედვით
კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
კარგი
მაღალი
ასრულებს შეკრება-გამოკლებას
სხვადასხვა
ხერხით
უჭირს,
უშვებს ბევრ
შეცდომებს
ცდილობს
შეასრულოს,
მაგრამ ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
ზოგადად შეუძლია სხვადასხვა ხერხის
გამოყენება
შეკრება-გამოკლების დროს.
უშეცდომოთ
ასრულებს შეკრება-გამოკლებას
სხვადასხვა
ხერხით.
გამოსახავს
წონის დიდ
ერთეულებს
უფრო მცირე
ერთეულებით
ვერ გამოსახავს
უჭირს მაგრამ
ცდილობს
გამოსახოს.
გამოსახავს, მაგრამ ზოგჯერ
უშვებს შეცდომებს.
უშეცდომოდ
გამოსახავს
წონის დიდ
ერთეულებს
უფრო მცირე
ერთეულებით
მოსწავლეს შეუძლია
ცხოველების
დახასიათება და შესაბამისობის
დადგენა,ორგანიზმებსა და მათ ნაშიერებს შორის.
უჭირს ცხოველების
დახასიათება
ვერ ადგენს
შესაბამისობას
ცდილობს რამოდენიმე
ნიშნით დაახასიათოს
ახასიათებს
და ადგენს შესაბამისო-
ბას მაგრამ
ზოგჯერ უშვებს
შეცდომებს.


უშეცდომოდ
შეუძლია
ცხოველების
დახასიათება
და შესაბამი-
სობის დადგენა
ცხოველებსა
და მათ ნაშიე-
რებს შორის.
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა.
სახელმძღვანელო, რვეული,საწერკალამი
ერთი კომპიუტერი,პროექტორი

Комментариев нет:

Отправить комментарий