პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


                    
                 `  საშინაო დავალების ეფექტურობის ზრდა , სწავლების
                                შედეგების  გაუმჯობესების მიზნით



ს ა რ ჩ ე ვ ი

1.      საკვლევი თემის განსაზღვრა .............................................................................. 2
2.      კვლევის მიზანი...................................................................................................... 2
3.      კვლევის დღიურის წარმოება............................................................................... 3
4.      საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის                ანალიზი.................................................................................................................... 5
5.      კვლევის მეთოდების შერჩევა ექსპერტიზა და (გამოცდა)………………….. 7
6.      მონაცემთა შეგროვება............................................................................................. 7
7.      მონაცემთა ანალიზი................................................................................................ 14
8.      ინტერვენციების/ქმედებების შემუშავება .........................................................   16
9.      ინტერვენციების პრაქტიკაში დაგეგმვა………………......................................  17
10.  ინტერვენციების შეფასება……………………………………………….............  18
11.  გამოცდილების გაზიარება/პრეზენტაცია……………………………………..  19
12.  რეკომენდაციების შემუშავება………………………………………………….   19
13.  დასკვნა.....................................................................................................................  20
14.  დანართები
დანართი#1..............................................................................................................  22
დანართი#2............................................................................................................... 24








1.საკვლევი თემის განსაზღვრა
      საშინაო დავალებების შეფასების დროს გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემა- დავალების შემოწმების დროს, მოსწავლეები რომელთაც დავალება სრულყოფილად ჰქონდათ შესრულებული დამაზუსტებელ კითხვებზე ,ზოგჯერ არასწორ პასუხებს იძლეოდნენ--ან რამდენიმე სავარჯიშოდან ზოგს შეუსრულებელს ტოვებდნენ. როცა ამ თემაზე სხვა მასწავლებლებთან გამოვთქვი ჩემი აზრი, აღმოჩნდა რომ მსგავსი პრობლემები მათაც ჰქონდათ. მსგავსს შემთხვევებში, საშინაო დავალების დაბალი ქულით შეფასება მოსწავლეებში დემოტივაციას იწვევდა. გამოკვეთილი პრობლემა დავუკაშირე იმ ფაქტს რომ , დაწყებითი საფეხურის მე-5, მე-6 კლასებში ,ზოგჯერ მშობლები დიდი დოზით ერეოდნენ საშინაო დავალების შესრულების პროცესში ან პირიქით. ასევე საინტერესო იყო, ხომ არ ვუშვებდი მნიშვნელოვან შეცდომებს ამ მეთოდის გამოყენების დროს.
          აქედან გამომდინარე საკვლევი საკითხი ასე  ჩამოვაყალიბე: ,, საშინაო დავალების ეფექტურობის ზრდა, სწავლების შედეგების გაზრდის მიზნით.’’
         
   2. კვლევის მიზანი
    მე-5 კლასში,  საშინაო დავალების  როგორც სწავლების ერთერთი მეთოდის, დაბალი ეფექტურობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და  შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
სამიზნე ჯგუფი--მე-5 კლასის მოსწავლეები.
საკვლევი კითხვები- კვლევის მთავარი კითხვაა რა არის დაწყებით საფეხურზე, კონკრეტულად მე-5 კლასში საშინაო დავალების, როგორც სწავლების ერთერთი მეთოდის დაბალი ეფექტურობის გამომწვევი მიზეზები?
    კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გაჩნდა შემდეგი ქვეკითხვები:
ხომ არ ვაძლევთ მოსწავლეებს დიდი მოცულობის საშინაო დავალებას?
როგორია საშინაო დავალებების სირთულის ხარისხი?
ვაძლევთ თუ არა მოსწავლეებს მკაფიო ინსტრუქციებს საშინაო დავალების შესახებ?
ვაძლევთ თუ არა მოსწავლეებს დროულ და ეფექტურ უკუკავშირს  საშინაო დავალების შესახებ?
იციან თუ არა მშობლებმა თავიანთი როლი, საშინაო დავალების შესრულების პროცესში?



3.კვლევის დღიური
    პრაქტიკული კვლევის განხორციელება დავიწყე სპეთის საჯარო სკოლაში, კონკრეტულად მეხუთე კლასში.   კლასი სადაც მათემატიკას ვასწავლი საკმაოდ მოტივირებული და კარგად მოაზროვნე მოსწავლეებისგან  შედგება.აქვე მინდა ავღნიშნო რომ  მათი მშობლებიც დაინტე-რესებულნი არიან თავიანთი შვილების აკადემიური შედეგებით.  მიუხედავად იმისა რომ კლასში სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს ვიყენებ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ მოსწავლეებში დამოუკიდებლად აზროვნების უნარ-ჩვევების ჩამოვუყალიბებას.ახალი მასალის ახსნის შემდეგ ყოველთვის ვცდილობ ერთი პრაქტიკული დავალება მაინც  შევასრულებინო დამოუკიდებლად, ინდივიდუალური მუშობის ფორმით. ამ გზით ვცდილობ გავიგო რამდენად გასაგებად გადავეცი ახალი თემა და საჭიროა თუ არა, რომელიმე მოსწავლისთვის დამატებით ახსნა. ხშირად იყო შემთხვევები როცა -მოსწავლეები რომლებიც კლასში გააზრებულ პასუხებს იძლეოდნენ მსგავსი ტიპის საშინაო დავალებების შესრულების შემდეგ დამაზუსტებელი კითხვებზე ხშირ შემთხვევაში არასწორ პასუხებს იძლეოდნენ, ანდა რამდენიმე სავარჯიშოდან ზოგიერთს შეუსრულებელს ტოვებდნენ. შეკითხვაზე თუ რატომ არ შეასრულეს ყველა სავარჯიშო იშვიათად იყო პასუხი რომ გაუჭირდათ, ხოლო ხშირად მიზეზს არ ასახელებდნენ, უბრალოდ აღნიშნავდნენ რომ  მაგ:სამიდან მხოლოდ ორი შეასრულა დაა.შ. რადგან მიმაჩნია რომ საშინაო დავალება სწავლების ისეთი მეთოდია რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გაიუმჯობესონ უნარები და უკეთ ჩაწვდნენ შესასწავლ მასალას, ზემოთ აღწერილი ფაქტები ჩემში უკმაყოფილების განცდას იწვევდა ჩემი პედაგოგიური საქმიანობის მიმართ. გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა მეხუთე კლასში რა შეცდომებს ვუშვებდი ამ მეთოდის გამოყენების დროს (ვგულისხმობ საშინაო დავალებას), გამომეკვეთა პრობლემა და დამესახა პრობლემის მოგვარების გზები-საშინაო დავალების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. პირველი ნაბიჯი რაც გადავდგი გავესაუბრე მშობლებს, ავუხსენი მათ ჩემი კვლევის მიზანი და მივიღე მათგან თანხმობა  მონაწილეობა მიეღოთ კვლევის პროცესში მათ შვილებს და ასევე თვითონაც. დავიწყე საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურის მოძიება და გაცნობა, მაინტერესებდა სხვების მიერ საკითხთან დაკავშირებული ჩატარებული კვლევები და შედეგები. ვფიქრობდი რომ მეტი ინფორმაციის მიღება სწორი მიმართულებით მუშაობას გამიადვილებდა.ლიტერატურის მოძიების დროს ყურადღებას ვამახვილებთ მასალების სანდოობაზე. სახელმძღვანელოდ პრიორიტეტი მივანიჭე იმ კვლევებს რომელიც  გამოიცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვული ცენტრის რეკომენდაციით,აგრეთვე იმ ინტერნეტ რესურსებს ვიყენებდი რომელიც ამავე ცენტრის  მიერ იქნა გამოქვეყნებული.
           ლიტერატურის გაცნობისა და ანალიზის შემდეგ ფიქრი დავიწყე კვლევის მეთოდების შერჩევაზე. მიუხედავად იმისა რომ პრობლემა რომელიც ჩემი აზრით  გამოკვეთილი იყო, ვფიქრობდი რომ , საწყის ეტაპზე პრობლემის ზუსტად და სიღრმისეულად იდენტიფიცირე-ბისთვის გამომეყენებინა დაკვირვების მეთოდი.მივმარტე ,,უბრალო’’ დაკვირვებას, წინასწარ შემუშავებული დაკვირვების ოქმის გამოყენებით ერთი თვის და ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი საშინაო დავალების შესრულების ხარისხსს. აღწერითი დაკვირვების ეტაპზე ზოგადად ვაკვირდებოდი ყველა ასრულებდა თუ არა საშინაო დავალებას. ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში დავიწყე დაკვირვების ოქმის შევსება. გადავწყვიტე ჩამენიშნა დავალების არასრული და არასწორად  შესრულების კონკრეტული მიზეზები: ,, დავალება სრულყოფილადაა შესრულებული’’,  ,, საშინაო დავალება ნაწილობრივაა შესრულებული’’:(,,დაავიწყდა შესრულება’’, ,, არ დაუკვირდა დავალების პირობას’’, ,,ვერ გაიგო პირობა, ვერ შეძლო ამოხსნა’’),  ,, საშინაო დავალება საერთოდ არ შეუსრულებია’’.დაკვირვების ეტაპის დასრულების შემდეგ დავიწყე შედეგების გაანალიზება და იმ მიზეზების გამოკვეთა რომელიც ყველაზე მეტჯერ განმეორდა დაკვირვების ეტაპზე. გამოიკვეთა რომ საშინად დავალებას ნაწილობრივ ასრულებდა მოსწავლეთა 35%-ი (136 ნაშრომიდან 48 ნაშრომი). ასეთი შესრულების მიზეზი  ყველაზე მეტად იყო ის , რომ მოსწავლე არ დაუკვირდა პირობას და სავარჯიშო ამოხსნა არასწორად. კლასში კი დამოუკიდებლად შეძლო შეცდომის გასწორება. ასეთი აღმოჩნდა 48 ნაშრომიდან 56 %-ი. მოსწავლეთა რაოდენობა ვინც ვერ გაიგო სავარჯიშოს პირობა იყო-29%. ხოლო 15%-ს ავიწყდება ზოგიერთი სავარჯიშოს შესრულება.მოსწავლეთა რაოდენობა ვინც საერთოდ არ ასრულებდა დავალებას იყო 0%, ხოლო სრულყოფილად შესრულებული დავალებები იყო 65%-ი. დაკვირვების მეთოდის გამოყენების შემდეგ ალბათ ყველაზე მეტად გამოვიყენებ კვლევის რაოდენობრივ მეთოდს ანკეტირებას , რაც უფრო სანდოს გახდის დაკვირვების შედეგებს. კითხვების შემუშავების დროს ძალიან დამეხმარა ლიტერატურა რომელსაც გავეცანი საკვლევ საკითხთან დაკავშირებით. ჩავატარე ანონიმური გამოკითხვა მშობლებსა და მოსწავლეებში წინასწარ შემუშავებული კითხვარის გამოყენებით. ანკეტირებამდე მშობლებსაც და მოსწავლეებსაც მივეცი ინსტრუქციები კითხვარში მოცემული კითხვების ირგვლივ და ამავე დროს ავუხსენი რამდენად მნიშვნელოვანი იყო კვლევის შედეგიანობისთვის მათი ობიექტურობა და გულწრფელობა.მონაცემთა ანალიზის შემდეგ დავიწყე ფიქრი ინტერვენციების შემუშავებაზე. შევიმუშავე რჩევები  მასწავლებლისთვის და მშობლებისთვის. გადავწყვიტე მათი გათვალისწინების და გამხორციელების შემდეგ კვლავ ჩამეტერებინა დაკვირვება და დამენახა იყო თუ არა პროგრესი საშინაო დავალების შერულების ხარისხის მიხედვით. გამოვიყენე  იგივე დაკვირვების ოქმი რაც პირველ ეტაპზე მქონდა გამოყენებული.შედეგების შედარებამ აჩვენა რომ საშინაო დავალება როგორც სასწავლო მეთოდი შედარებით უფრო ეფექტური გახდა იმ თვალსზრისით რომ მოსწავლეთა რაოდენობა რომელიც სრულყოფილად ასრულებდა საშინაო დავალებას გაიზარდა, მაგრამ საყურადღებო დარჩა ის ფაქტი რომ ნაწილობრივ შესრულებული დავალებებში უყურადღებო მუშაობით დაშვებული შეცდომების წილი ჭარბობდა. ვფიქრობ მოსწავლეებში ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარებაზე მუშაობას მეტი ყურადღება მივაქციო.ალბათ აღნიშნული პრობლემა შეიძლება მომავალი კვლევის თემადაც ვაქციოთ.კვლევის დასასრულს კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად გაჩენილი ქვეკითხვების რაოდენობა გაიზარდა, მაგალითად : გამიჩნდა კითხვა ვითვალისწინებთ თუ არა საშინაო დავალების მიცემის დროს მოსწავლეთა სოციალურ მდგომარეობას, ანუ რამდენად ხელმისაწვდომია მისთვის რესურსი რომელიც საშინაო დავალების შესასრულებლადაა საჭირო? ან მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, ე.ი საშინაო დავალება თითეულ მოსწავლეზეა თუ არა ორიენტირებული. ეს საკითხი შეიძლება ჩემი კვლევის ნაკლოვანებად ჩავთვალო, მაგრამ ამ კონკრეტული პრაქტიკული კვლევის დასაწყისში ეს საკითხები ჩემთვის აქტუალური არ ყოფილა რადგან იმ კლასის მოსწავლეები რომლებიც ჩემი კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა რადიკალურად არ განსხვავდებოდნენ  სასწავლო უნარებით, ანუ არ საჭიროებდნენ დიფერენცირებულ მიდგომას და სოციალური მდგომარეობაც არ უშლიდათ ხელს.თუმცა რეკომენდაციებში ვუთითებ რომ გავითვალისწინოთ მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები.მაგრამ კვლევა რომ უფრო ფართომასშტაბიანი ყოფილიყო მაშინ შემუშავებული რეკომენდაციებიც უფრო ბევრი ფაქტორის მომცველი იქნებოდა.


     

4. საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის                ანალიზი
      საშინაო დავალება: კვლევები და თეორიები
                  რა გავლენას ახდენს საშინაო დავალება სწავლების ეფექტიანობაზე? ამ კითხვაზე პასუხებს გავეცანი ნაშრომში:(ინტერნეტგაზეთი www.maswavlebeli.ge 20 ივნისი, 2014 წ. თეო ნეფარიძე). ავტორი აღნიშნავდა ,რომ  საშინაო დავალების ეფექტიანობაა--- მოსწავლის დაინტერესება, მოტივაცია,დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, კლასგარეშე მუშაობის უნარი და ცოდნის განმტკიცება/რეალურ კონტექსტში წარმოდგენა, საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა და ჩართულობა. ეს არის ის ასპექტები რაზეც საშინაო დავალებამ შეიძლება დადებითი გავლენაც მოახდინოს და უარყოფითიც. უარყოფითად მოიაზრება გადაწერა და პლაგიატიზმი. თუმცა ჩემი აზრით მასწავლებელს აქვს იმის მექანიზმი გაარკვიოს მოსწავლე დამოუკიდებლად მუშაობს თუ არა. საშინაო დავალების ეფექტურობასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვთ განათლების სპეციალისტებს და ექსპერტებს. ,,ზოგს მიაჩნია, რომ საშინაო დავალება მოსწავლეთა შორის უთანასწორობის გამძაფრებას უწყობს ხელს, რაგდან დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელ ბავშვებს იმის შესაძლებლობა არ აქვთ რომ დაიხმარონ მშობლები საშინაო დავალების შესრულების პროცესში, არ აქვთ იზოლირებული და კომფორტული სივრცე სახლში და ტექნოლოგიური საშუალებები რომლის გამოყენებასაც, დღეს, ხშირად მოითხოვს საშინაო დავალების ფორმატი.ექსპერტთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საშინაო  დავალება სწორედ მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის, ინდივიდუალური მუშაობის სწავლის და მოსწავლის მიერ მუშაობის სასურველი ტემპის შერჩევის შესაძლებლობებს გვთავაზობს’’. მე ექსპერტთა მეორე ნაწილს  ვეთანხმები და მივიჩნევ , რომ თუ მასწავლებელი კარგად იცნობს სოციალური ინკლუზიის საკითხებს და ფლობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლებს , მაშინ ის შეძლებს რომ საშინაო დავალების მიცემით მოსწავლეებს არ აგრძნობინოს თავი უთანასწორო პირობებში. ამიტომ მივიჩნევ რომ უარი არ უნდა ვთქვათ ამ მეთოდის გამოყენებაზე.
             ფიქრობენ, რომ საშინაო დავალების ეფექტურობის განსაზღვრაში დიდ როლს ასრულებს მასწავლებლის მომზადება და საშინაო დავალებების შედგენის, გამოკითხვისა და შეფასების მეთოდოლოგიის  ცოდნა. რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტია.  განასხვავბენ აკადემიურ და არააკადემიურ ტიპის საშინაო დავალებებს. პირველ კატეგორიას განეკუთნება: განმამტკიცებელი, მოსამზადებელი, სააზროვნო, ინტეგრირებული და შემოქმედებითი ტიპის საშინაო დავალებები. ხოლო არააკადემიური საშინაო დავალებების კატეგორიაში ერთიანდება პიროვნული და სოციალური თვისებების და უნარ-ჩვევების განმავითარებელი დავალებები. მიმაჩნია , რომ მასწავლებელმა მეტი ინტერესის აღძვრისა და უნარ-ჩვევების განვითარებსი მიზნით სხვადასხვა ტიპის საშინაო დავალება უნდა გამოიყენოს.ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სასკოლო პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებელთა კოორდინაციას. რადგან ფიქრობენ და კვლევებიც ადასტურებს, რომ დიდი მოცულობის საშინაო დავალება უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციაზე. ამ საკითხში მასწავლებლები უნდა შეთანხმდნენ.
         საშინაო დავალება ამერიკის შეერთებულ შტატების განათლების სისტემაში აქტიურადაა გამოყენებული. სრულიად ვეთანხმები მათ არგუმენტებს რომ:საშინაო დავალება აფართოებს სწავლების შესაძლებლობებს და მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სკოლიდან შინ წასვლის შემდეგაც არ შეწყვიტონ სწავლის პროცესი.ეს აუცილებელიცაა, რადგან ,, ცხოვრების პირველი 18 წლის მანილზე მოსწავლე თავისი აქტიური დროის  საშუალოდ  13% სკოლაში ატარებს’’. ეს ნაკლებია იმ დროსთან შედარებით, რასაც მოსწავლეები თავიანთი ცხოვრების ამ მონაკვეთში ტელევიზორთან ატარებენ (ფრეიზერი,უოლბერგი,უელჩი და ჰეთი, 1987, გვ.234). ვინაიდან სწავლების ,,საშინაო დავალების მეთოდს’’ აქტიურად ვიყენებთ , გაცნობილი კვლევებიდან ჩემი ყურადღება მიიპყრო შემდეგმა დასკვნებმა: 1.დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე მოსწავლეებს სხვადასხვა მოცულობის საშინაო დავალება უნდა მივცეთ.  აზრი იმის შესახებ რომ დაწყებით კლასებში  (მე-5 კლასი დაწყებით საფეხურს მიეკუთნება) უნდა მივცეთ თუ არა საშინაო დავალება ორად იყოფა. ზოგი მიიჩნევს რომ ეს მეთოდი დაწყებით კლასებში არ ამართლებს.ეს აზრი პირვლად ჰერის კუპერმა წამოწია. 1988 წლამდე ჩატარებული კვლევების საფუძველზე მან დაადგინა რომ:
4-6 კლასებში  საშინაო დავალების ეფექტის სიდიდე=0.15
                                            კლასები 7-9: ეფექტის სიდიდე=0.31
                                                 კლასები 10-12 ეფექტის სიდიდე=0.64
ამ კვლევების შემდეგ განათლების სპეციალისტთა გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ დაბალი კლასის მოსწავლეებს საშინაო დავალება არ უნდა მივცეთ. შემდგომში ჩატარებულმა კვლევებმა, მათ შორის თვითონ კუპერის მიერ, აჩვენა რომ საშინაო დავალება მეორე კლასის მოსწავლეებისთვისაც კი სასარგებლოა (კუპერი, ლინდსი, ნაი და გრეითჰაუსი,1998 კუპერი, ვალენტაინი,,ნაი და  ლინდსი,1999; გორჯესი და ელიოტი). შემდგომ ნაშრომებში კუპერი ურჩევს დაწყებით კლასებშიც გამოიყენონ საშინაო დავალების მეთოდი. ,,მიუხედავად იმისა საშინაო დავალება გაზრდის თუა არა მოსწავლეთა ტესტირების შედეგებს, ის ბავშვებს გამოუმუშავებს სწავლის სასარგებლო უნარ-ჩვევებს, მიაჩვევს იმ აზრს რომ სწავლა შეიძლება არამარტო სკოლაში, არამედ სახლშიც(1989 ბ,გვ.90).

5.კვლევის მეთოდების  შერჩევა და ექსპერტიზა
             საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოყენებული იქნა კვლევის შემდეგი მეთოდები:
დაკვირვება-ფოკუს ჯგუფი მე-5 კლასის მოსწავლეები. რომლის მიზანი იყო პრობლემის სწორად გამოკვეთა.
გამოკითხვა- ფოკუსჯგუფი მე-5 კლასის მოსწავლეები, რომლის მიზანი იყო გამერკვია რა იყო საშინაო დავალების ნაწილობრივ ან არასწორად შესრულების მიზეზები.
გამოკითხვა-ფოკუს ჯგუფი მოსწავლეთა მშობლები, რომლის მიზანი იყო დამედგინა ერეოდნენ თუ არა მშობლები საშინაო დავალების შესრულების პროცესში. სწორად ჰქონდათ თუ არა მათი როლი გაცნობიერებული ამ პროცესში. თვლიდნენ თუ არა საშინაო დავალებას სწავლების ეფექტურ მეთოდათ.



6. მონაცემთა შეგროვება
(დაკვირვება)
 საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე დაკვირვების ოქმი
 2018 წლის 17 იანვრიდან--20 თებერვლის ჩათვლით
დაკვირვების შედეგები მოცემულია კლასის  შვიდივე მოსწავლეზე
(გამონაკლისს წარმოადგენს ის დღეები, როცა რომელიმე მოსწავლე გარკვეული მიზეზების გამო არ გამოცხადდა სკოლაში)  დაკვირვება მოხდა 136 ნაშრომზე



რიცხვი

საშინაო დავალება სრულყოფილადაა
შესრულებული


საშინაო დავალება ნაწილობრივაა
შესრულებული


საშინაო დავალება არ შეუსრულებია
17.01
               3
      3

არ დაუკვირდა-2
                  0
ვერ გაიგო-1
18.01
               4
3
არ დაუკვირდა-3
                  0
22.01
               3
3
ვერ გაიგო-3
                  0
23.01
               4
2
დაავიწყდა-2
                  0
24.01
               3
3
ვერ გაიგო-3
                  0
25.01
               6
1
ვერ გაიგო-1
                  0
29.01
               4
3
არ დაუკვირდა-3
                  0
30.01
               4
3
არ დაუკვირდა-2
                  0
ვერ გაიგო-1
31.01
               5
2
არ დაუკვირდა-2
                  0   
1.02
               7
0

                  0
5.02
              4
3
არ დაუკვირდა -3
                  0
6.02
              4
3
არ დაუკვირდა -3
                  0
7.02
              3
4
არ დაუკვირდა-2
                  0
ვერ გაიგო-2
8.02
              6
1
არ დაუკვირდა-1
                  0
12.02
              4
3
ვერ გაიგო-1
                  0
დაავიწყდა-2
13.02
              5
2
ვერ გაიგო-1
                  0
დაავიწყდა-1
14.02
             6
1
დაავიწყდა-1
                  0
15.02
             5
2
ვერ გაიგო-1
                  0
დაავიწყდა-1
19.02
             4
3
არ დაუკვირდა -3
                  0
20.02
             4
3
არ დაუკვირდა -3
                  0





არ დაუკვირდა -----გულისხმობს როცა მოსწავლე დამოუკიდებლად ასწორებს დაშვებულ შეცდომას.
ვერ გაიგო-------ჭირდებათ დამატებითი ინსტრუქციები პირობის გასაგებად.
დაავიწყდა-------მოსწავლე აღნიშნავს, რომ არ გაახსენდა კონკრეტული ნომერი სავარჯიშოს შესრულება.

  დაკვირვების    შედეგების ანალიზი
ერთი თვის განმავლობაში დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რომ:
მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც საერთოდ არ ასრულებდა საშინაო დავალებას არის--0%.
მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სრულყოფილად ასრულებდნენ საშინაო დავალებას არის-65%, ეს არის 88  ნაშრომი.
მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც ნაწილობრივ ასრულებდნენ საშინაო დავალებას არის-35%. ეს არის 136 ნაშრომიდან  48 ნაშრომი. აქედან:
     მოსწავლეთა რაოდენობა ვინც ,,არ დააკვირდა საშინაო დავალების      პირობას’’ არის-56%.
     მოსწავლეთა რაოდენობა ვინც ,, ვერ გაიგო საშინაო დავალების პირობ არის-29%.
     მოსწავლეთა რაოდენობა ვისაც ,, დაავიწყდა ზოგიერთი სავარჯიშოს შესრულება’’ არის-15%.


(გამოკითხვა)
კითხვარი მშობლებისთვის
1.განუმარტავთ თუ არა თქვენთვის სკოლაში რომელიმე მასწავლებელს, საშინაო დავალების არსი და მშობლის როლი საშინაო დავალების შესულების პროცესში?

1.1  დიახ
1.2   არა
2. მიგაჩნიათ თუ არა რომ საშინაო დავალება სწავლების ეფექტური მეთოდია?

2.1  დიახ, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური შედეგების ზრდას.
2.2  არა , რადგან ეს ბავშვისთვის ზედმტი დატვირთვაა.
3. ეხმარებით თუ არა თქვენ შვილს საშინაო დავალების შესრულებაში? (თუ ,,არასოდეს’’ მაშინ გადადით მე-5 კითხვაზე. თუ ,,ყოველთვის’’ ან ,,ხანდახან’’ მაშინ უპასუხეთ მე-4 კითხვიდან).

     3.1  არასოდეს
     3.2  ყოველთვის
3.3   ხანდახან
  4.როგორ ეხმარებით საშინაო დავალების შესრულებაში?

    4.1  აქტიურად (იგულისხმება შინაარსობრივი მხარის გადაწყვეტა).
    4.2  ვაძლევ მხოლოდ მიმართულებას (იგულისხმება დამხმარე კითხვებით
         მოსწავლის მიყვანა შინაარსობრივი მხარის გადაწყვეტამდე).
5.თქვენი აზრით დიდია თუ არა მოცულობით, თქვენი შვილის მიერ შესასრულებელი საშინაო დავალება?
5.1დიახ
5.1  არა
6.გამოთქვამს თუ არა უკმაყოფილებას თქვენი შვილი რომ, მას რთულ დავალებებს აძლევენ?
6.1  დიახ
6.2   არა
   მშობელთა გამოკითხვის შედეგები
ID#
1.1
1.2
2.1
2.2
3.1
3.2
3.3
4.1
4.2
5.1
5.2
6.1
6.2
01

 1
 1



 1

 1

 1


 1
02
 1


 1



 1

 1

 1
 1

03
 1


 1


 1


 1

 1

 1
04
 1


 1



 1

 1

 1

 1
05
 1


 1



 1

 1

 1
 1

06

 1

 1



 1
 1

 1

 1

07


 1
 1



 1
 1


 1

 1
ჯამი
 4
 3
 7


 1
 6
 2
 5
 1
 6
 3
 4
       



  კითხვარი  მოსწავლეთათვის

  1. ხალისით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებებს?
1.1  დიახ
1.2   არა
  
  1. გეხმარებიან თუ არა საშინაო დავალების შესრულებაში მშობლები, ან ოჯახის სხვა წევრები?
2.1   არასდროს
2.2   ყოველთვის
2.3   ხანდახან

  1. საშინაო დავალების ყველა სავარჯიშოს ასრულებ? (თუ ყოველთვის, გადადი მე-5 კითხვაზე, თუ ხანდახან, გმაშინ გადადი მე-4 კითხვაზე)

3.1  ყოველთვის
3.2  ხანდახან
  1. საშინაო დავალების მხოლოდ ნაწილს ვასრულებ, იმიტომ რომ:
4.1  რთული დავალებებია
4.2   დავალება ბევრია
4.3   გართობა მირჩევნია

5. საშინაო დავალების შესრულება დიდ დროს მოითხოვს?

5.2  დიახ
5.2 არა
6.გაძლევს თუ არა მასწავლებელი ინსტრუქციებს საშინაო დავალების შესახებ?

6.1ყოველთვის
6.2ხანდახან
6.3არასდროს
7.როგორ შემოწმებული საშინაო დავალება უფრო მოგწონს?

7.1  საშინაო დავალება,  რომელსაც მასწავლებელი ასწორებს და კომენტარს უწერს.
7.2  საშინაო დავალება,  რომელსაც მასწავლებელი ამოწმებს და  და ნიშნით აფასებს.
7.3  საშინაო დავალება რომელსაც მასწავლებელი არ ასწორებს.

 


მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები


ID#
1.1
1.2
2.1
2.2
2.3
3.1
3.2
4.1
4.2
4.3
5.1
5.2
6.1
6.2
6.3
7.1
7.2
7.3
01
1



1
1





1
1



1


02
1



1


1
1


1

1


1


03
1



1
1





1

1


1


04
1



1


1
1



1
1


1


05
1



1
1





1

1


1


06

1



1

1

1


1

1


1


07

1


1



1
1



1
1


1


ჯამი
7

1

6
3
4
4


4
3
7


7























7.  მონაცემთა ანალიზი
მშობელთა გამოკითხვის შედეგების ანალიზი
დასკვნები:
1.გამოკითხული 7-ი მშობელიდან 4-ი აღნიშნავს რომ მათთვის სკოლაში არ განუმარტავთ საშინაო დავალების არსი და მშობლის როლი საშინაო დავალების შესრულების პროცესში. 3-ი აღნიშნავს რომ განუმარტავთ.
2. 7-ივე  მშობელს  (100%)-ს მიაჩნია რომ, საშინაო დავალება სწავლების ეფექტური მეთოდია და ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური შედეგების ზრდას.
3. ერთი მშობელი აღნიშნავს რომ ყოველთვის ეხმარება შვილს საშინაო დავალების შესრულებაში,  6-ი კი ხანდახან ეხმარება.
4. 2-ი მშობელი ფიქრობს რომ აქტიურად ეხმარება საშინაო დავალების შესრულებაში (იგულისხმება შინაარსობრივი მხარის გადაწყვეტა). 5-ი აღნიშნავს რომ აძლევს მხოლოდ მიმართულებას.
5.მხოლოდ ერთი მშობელი ფიქრობს რომ საშინაო დავალების მოცულობა დიდია, ხოლო 6-ი აღნიშნავს რომ დავალების მოცულობა არაა დიდი.
6.სამი მშობელი აღნიშნავს რომ, მისი შვილი გამოთქვამს უკმაყოფილებას საშინაო დავალების სირთულის გამო, 4- ი კი აღნიშნავს რომ არ გამოთქვამენ უკმაყოფილებას.




მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების ანალიზი
          დასკვნები :
  1. გამოკითხული 7 მოსწავლიდან შვიდივე (100%) ფიქრობს რომ ხალისით ასრულებენ საშინაო დავალებებს.
  2. მხოლოდ ერთს არ ეხმარებიან არასდროს საშინაო დავალების შესრულებაში, 6-ს კი ხანდახან ეხმარებიან.
  3. 7-დან მხოლოდ 3-ი ასრულებს საშინაო დავალების ყველა სავარჯიშოს ყოველთვის, ხოლო 4-ი ხანდახან ასრულებს ყველა სავარჯიშოს.
  4. საშინაო დავალების მხოლოდ ნაწილს 4-ი ასრულებს იმ მიზეზით რომ , მისთვის დავალებები რთულია.
  5. 4-ი ფიქრობს რომ საშინაო დავალების შესრულება დიდ დროს მოითხოვს, ხოლო 3-ი ფიქრობს რომ არა.
  6. 7-ივე (100%) აღნიშნავს რომ მასწავლებელი ყოველთვის აძლევს ინსტრუქციებს საშინაო დავალების შესახებ.
  7. 7-ივეს (100%)-ს მოსწონს საშინაო დავალება რომელსაც მასწავლებელი ასწორებს და კომენტარს უწერს.

8.    ინტერვენციების/ ქმედებების შემუშავება

8.1  საუბარი მშობლებთან თემაზე:
,,მშობლის როლი საშინაო დავალების შესრულების პროცესში’’

8.2   სამახსოვრო ბუკლეტების გადაცემა მშობლებს
ჩევები  მშობლებს
გაითვალისწინეთ, რომ საშინაო დავალება სწავლების მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს გაიუმჯობესოს უნარები და უკეთ ჩაწვდნენ შესასწავლ მასალას.
თქვენი როლი საშინაო დავალების შესრულებს პროცესში:  დაეხმარეთ შვილებს დროის განაწილებაში: კვებისთვის, დასვენების და საშინაო დავალების მომზადებისთვის,    დავეხმაროთ რამდენიც სჭირდება და არა იმაზე მეტი, შევაქოთ, წავახალისოთ).
საშინაო დავალების შესრულების წესების გაცნობა.
  მშობლები უნდა დავეხმაროთ შვილებს საშინაო დავალების  შესრულების (გადაუნაწილეთ საგნების მიხედვით წერითი და საკითხავი მასალა) განრიგის შედგენაში.
უნდა გავამხნეოთ და წავახალისოთ ბავშვები,  შევახსენოთ საშინაო დავალების  შესახებ, მაგრამ არასდროს შევასრულოთ დავალება მათთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ   თქვენ შვილს უჭირს საშინაო დავალების შესრულება, ვაცნობოთ ამის შესახებ საგნის  მასწავლებელს.
სთხოვეთ აგიხსნათ რომელი დავალებაა მისთვს ადვილი, რომელი რთული. ასევე დავინტერესდით, როგორ აპირებს ბავშვი ამ სირთულის გადალახვას. თუ უჭირს იმის ახსნა, რა უჭირს ვაცნობოთ ამის შესახებ თქვენი შვილის მასწავლებელს.
საშინაო დავალებისთვის შესასრულებელი დრო დადგენილი არ არის, თუ დავეყრდნობით სხვადასხვა კვლევების შედეგად გაცემულ რეკომენდაციებს , მე-5 კლასის  მოსწავლისთვის საშინაო დავალების შესასრულებლად საჭიროა 50 წუთი. კლასის აღმნიშვნელი რიცხვი უნდა გავამრავლოთ 10-ზე. თუმცა ეს რიცხვი რა თქმა უნდა იცვლება.
რეკომენდირებულია ბავშვს შევაწყვეტინოთ საშინაო დავალების შესრულება თუ  მისი ძილის დრო მოახლოვდა მაშინაც კი, თუ დავალებაზე მუშაობა არ დასრულებულა.

8.3 რჩევების შემუშავება მასწავლებლისთვის, კოლეგების აზრის გათვალისწიებით
რჩევები  მასწავლებელს
ხშირი კომუნიკაცია მშობლებთან.
საშინაო დავალების შესრულების წესების გაცნობა მშობლებს.
ყოველთვის გავითვალისწინოთ საშინაო დავალების რაოდენობა და შინაარსობრივი სირთულე, ნუ გადავაქცევთ მას მოსწავლისთვის სასჯელად.
მოსწავლეებს განვუმარტოთ საშინაო დავალების მიზანი. დავუკონკრეტოთ რომ, ეს
  არის ვარჯიში უკვე ახსნილ მასალაზე, ან მიზნად ისახავს მომზადებას ასახსნელი
 მასალისთვის. საშინაო დავალების რვეულში ჩანიშვნის გვერდით , გავაკეთებინოთ
  ჩანაწერი  საშინაო დავალების შესრულების მიზანზე.
მოვუმზადოთ მოსწავლეებს საშინაო დავალებასთან დაკავშირებული სხვადასხვა
    ტიპის კომენტარები  და მასთან ერთად შევაფასოთ ქულით.
რადგან საშინაო დავალების შესაფასებლად ყოველთვის ერთი და იგივე რაოდენობის  დროის დათმობა შეუძლებელია, შევეცადოთ მაქსიმალურად გავზარდოთ მცირე დროში გაკეთებული კომენტარები.



9.    ინტერვენციების პრაქტიკაში დანერგვა
         ინტერვენციების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით  შევქმენი სამახსოვრო ბუკლეტები  რჩევებით მშობლებისთვის(დანართი#2),გავაცანი კოლეგებს და მათი აზრის გათვალისწინების შემდეგ გადავეცი მშობლებს. ვისაუბრეთ თითეული პუნქტის  მნიშვნელობაზე და მისი განხორციელებს შედეგად მიღწეულ მოსალოდნელ შედეგებზე.ამავე დროს ვრცლად ვისაუბრე თემაზე ,, მშობლის როლი საშინაო დავალების შესრულების პროცესში’’. ავუხსენი რომ იმედი მქონდა მათი თანადგომის  და თანამშრომლობის. იმის დასადგენად თუ რამდენად შედეგიანი გამოდგებოდა ამ რჩევების გათვალისწინება საშინაო დავალების ეფექტურობის გასაზრდელად კვლავ ვიწყებდი დაკვირვებას საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე. ამ გზით დავადგენდი განხორციელებილი ინტერვენციების შედეგიანობას და კვლევის ნაკლოვანებას.
         გავაცანი კოლეგებს მასწავლებლისთვის შემუშავებული რჩევები , მოვისმინე მათი მოსაზრებები რამდენად იყო მისაღები და მეც პირადად დავიწყე ამ რჩვების პრაქტიკაში დანერგვა.
10. ინტერვენციების შეფასება
     შეფასების მიზანი იყო დამედგინა:
რამდენად იქონია დადებითი გავლენა რჩევებმა, რომელიც მივაწოდე მშობლებს საშინაო  და-  ვალების შესრულების პროცესზე.
დაეხმარათ თუ არა მოსწავლეებს ცვლილებები რომელიც პირადად მე განვახორციელე, საშინაო დავალების მიცემის და შეფასების დროს.
           განხორციელებული ინტერვენციების შეფასების მიზნით , კვლავ დავიწყე საშინაო დავალე-ბის შესრულების ხარისხზე დაკვირვება, პარალელურად მქონდა მშობლებთან ინდივიდუალური საუბრები, როგორც სატელეფონო ასევე პირადი. პირად საუბრებში მშობლები აღნიშნავდენ რომ ჩემს მიერ მიწოდებული რჩევების გათვალისწინებამ დადებითი გავლენა იქონია საშინაო დავა-ლების შესრულების პროცესზე. ამას ხსნიდნენ იმ ფაქტით ,რომ უფრო იშვიათად მიმართავდნენ ბავშვები დახმარებისთვის იმ მიზეზით რომ დავალება რთული ან დიდი მოცულობის იყო და ვერ ასწრებდნენ შესრულებას. ეხმარებოდნენ დავალებების შესასრულებლად საჭირო დროის განაწი-ლებაში. დაკვირვებას ერთი თვის განმავლობაში ვაწარმოებდი (დანართი#1), კვლავ ვინიშნავდი დავალების უხარისხოდ შესრულების მიზეზებს, რასაც საწყის ეტაპზე ვაკვირდებოდი. უნდა ავღნიშნი რომ დაკვირვება დავიწყე ინტერვენციების განხორციელების პარალელურად და არა გარკვეული პერიოდის შემდეგ. სურათი ძალიან ნელი ტემპით იცვლებოდა და უნდა ავღნიშნო რომ ბოლო ეტაპისთვის  მნიშვნელოვნად  შეიცვალა.მოსწავლეთარ რაოდენობა ვინც სრულყოფილად ასრულებდა საშინაო დავალებებს  65%-იდან გაიზარდა 86%-მდე. ნაწილობრივ შესრულებული დავალებების რიცხვი 35% -იდან შემცირდა 14%-მდე.მნიშვნელოვნად შემცირდა იმ  დავალებების რაოდენობა რომლელიც გაუგებარი იყო .მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ კვლავ პრობლემად რჩება დაკვირვების და ყურადღების კონცენტრაციის უნარის გამომუშავება მოსწავლეებში. რადგან ბოლო დაკვირვების შედეგების ანალიზმა აჩვენა რომ , დაშვებული შეცდომების მეტი წილი დაუკვირვებლობით და უყურადღებო მუშაობით იყო გამოწვეული. რაც ჩემი აზრით მომავალი კვლევის თემა შეიძლება გახდეს.თუმცა საშინაო დავალების შესრულება სასწავლო პროცესის ნაწილია და  ხანდახან შეცდომების დაშვებაც ბუნებრივია მოხდება. ვფიქრობ რომ იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც შევიმუშავე და გავუზიარებ კოლეგებს, უფრო დიდი შუალედის შემდეგ, კიდევ მეტად ეფექტურს გახდის საშინაო დავალებით მიღწეულ სასწავლო შედეგებს.
11. გამოცდილების გაზიარება/ პრეზენტაცია
       კვლევის ანაგარიშის წარდგენას, გამოცდილების გაზიარებას  ვგეგმავ და განვახორციელებ  მათემატიკის კათედრის სხდომაზე. მოვიწვევ დაინტერესებულ პედაგოგებს და სკოლის დირექციას. მნიშვნელოვანი და ყურადსაღები იქნება ჩემთვის კოლეგების მიერ მოწოდებული უკუკავშირი.

12. რეკომენდაციების შემუშავება
          ინტერვენციების შედეგების  ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი რეკომენდაციები:
საშინაო დავალების მიცემის დროს ყოველთვის გავითვალისწინოთ, დავალების სირთულე და მოცულობა. (დიდი მოცულობის  ან რთული დავალება მოტივაციას უქვეითებს მოსწავლეს და დაბალ თვითშეფასებას აძლევენ საკუთარ თავს).
გვქონდეს ხშირი კომუნიკაცია მშობლებთან (ხშირად შევახსენოთ მათი როლი სწავლების ამ პროცესში) და კოლეგებთან რადგან მათი სწორი ჩართულობა, საშინაო დავალების შესრულების პროცესს უფრო შედეგიანს ხდის.
საშინაო დავალების მიცემის დროს გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ასაკი და სწავლების საფეხური. აგრეთვე მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები.
საშინაო დავალებების მიცემის დროას აუცილებლად გავცეთ მკაფიო ინსტრუქციები.
ყოველთვის მოვახდინოთ საშინაო დავალების შეფასება. რადგან შეუფასებელი დავალება მოსწავლეებს მოტივაციას უქვეითებს.

13. დასკვნა

   სკოლაში განხორციელდა პრაქტიკული კვლევა. საკვლევი საკითხი იყო  ,, საშინაო დავალების ეფექტურობის ზრდა სწავლების შედეგების გაზრდის მიზნით.’’ კვლევის მიზანი: საშინაო დავალების  როგორც სწავლების ერთერთი მეთოდის, დაბალი ეფექტურობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და  შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება. კვლევა განხორციელდა დაწყებითი საფეხურის მე-5 კლასში. კვლევა მიმდინარეობდა 2018 წლის 15 იანვრიდან , 2018 წლის 4 მაისის ჩათვლით. პირველ რიგში მოვიწვიე მშობლები და მათგან მივიღე თანხმობა მონაწილეობა მიეღოთ შვილებთან ერთად კვლევაში.გამოყენებული იქნა კვლევის ორი მეთოდი: დაკვირვება და ანკეტირება. საწყის ეტაპზე მივმართე ,,უბრალო’’ დაკვირვებას , შემდეგ კი ,,აღწერითს’’. შევიმუშავე დაკვირვების ოქმი და შედეგების ანალიზით გამოვკვეთე პრობლემები რომელიც თავს იჩენდა  დაკვირვების პროცესში. ჩატარდა ანონიმური გამოკითხვა ანუ ანკეტირება მოსწავლეების და მშობლების .დაკვირვების და გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე განხორციელდა შემდეგი ინტერვენციები: მოვიწვიე მშობლები და ვესაუბრე ,, მშობლის როლზე საშინაო დავალების შესრულების პროცესში. გადავეცი სამახსოვრო ბუკლეტები(დანართი#2), შევიმუშავე რჩევები მასწავლებლისთვის კოლეგების აზრის გათვალისწინებით და დავიწყე მათი გათვალისწინება. ანკეტირების  და დაკვირვების შედეგებზე და მიგნებეზე დაყრდნობით შევიმუშავე  ინტერვენციები როგორც მშობლებისთვის ასევე მასწავლებლისთვის,  რომელიც გავაცანი კოლეგებს.აქღნიშნული ინტერვენციების განხორციელების შემდეგ მოვახდინე მათი შედეგები შეფასება. შეფასების მიზნით კვლავ დაკვირვების მეთოდი გამოვიყენე.დაკვირვებამ აჩვენა რომ, განხორციელებულმა ქმედებებმა უფრო მეტად ეფექტური გახადა საშინაო დავალების გამოყენება სასწავლო პროცესში.ვფიქრობ აღნიშნული რეკომენდაციების გაცნობა კოლეგებისთვის და გათვალისწინება ხელს შეუწყობს ჩემი  და ჩემი კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას. ამავე დროს მოკლე დროში მიღებულმა დადებითმა შედეგებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაზარდოს მოსწავლეთა  სასწავლო შედეგები მომავალში .კარგად შესრულებული და დადებითად შეაფსებული საშინაო დავალება (ვგულისხმობ როგორც განმსაზღვრელ ასევე განმავითარებელ კომენტარს)მოსწავლეს უფრო მეტად მოტივირებულს ხდის.  

    
14. გამოყენებული ლიტერატურა
      მარზანო რ.ჯ ,   ფიქერინგი დ.ჯ,  ფოლოქი ჯ.ი   ეფექტური სწავლება სკოლაში
            კვლევებზე  დაყრდნობით შემუშავებული სწავლების მეთოდები რომლებიც
            აუმჯობესებენ  მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას
            სასწავლო გეგმების შემუშავებისა და მენტორობის ასოციაცია
            ალექსანდრია, ვირჯინია, ამერიკის შეერთებული შტატები
         ლომიძე ნ. 8 მარტი, 2015, ყველა სიახლე- განათლებული ბლოგი, საშინაო დავალება დასჯა                  
           არ არის-რეკომენდაცია მშობლებს და მასწავლებლებს, ნაშრომის ინტერნეტში მოძიების
          თარიღი 2018 წლის იანვარი
         ნეფარიძე თ. 20 ივნისი 2014, ინტერნეტგაზეთი, საშინაო დავალების გავლენა სწავლის
            ეფექტიანობაზე, ნაშრომის ინტერნეტში მოძიების თარიღი 2018 წლის იანვარი
           http://mastsavlebeli.ge/?p=1986




   კვლევის ავტორი :სპეთის საჯარო სკოლის I-VI კლასების მათემატიკის
                                    მასწვლებელი დალი შუკაკიძე
















                                                      დანართი #1
(დაკვირვება)
 საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე დაკვირვების ოქმი
 2018 წლის  20 მარტიდან--26 აპრილის ჩათვლით
დაკვირვების შედეგები მოცემულია კლასის  შვიდივე მოსწავლეზე
(გამონაკლისს წარმოადგენს ის დღეები, როცა მოსწავლე გარკვეული მიზეზების გამო არ ცხადდებოდა სკოლაში) დაკვირვება მოხდა 158 ნაშრომზე.


რიცხვი

საშინაო დავალება სრულყოფილადაა
შესრულებული


საშინაო დავალება ნაწილობრივაა
შესრულებული


საშინაო დავალება არ შეუსრულებია
20.03
               6
1   

არ დაუკვირდა-1

                  0
21.03
               6
1
არ დაუკვირდა-1

22.03
               6
1
არ დაუკვირდა-1
                  0
26.03
               6
1
არ დაუკვირდა-1
                  0
27.03
               6
1
არ დაუკვირდა-1
                  0
28.03
               5
2
ვერ გაიგო-2
                  0
29.03
               6
1
არ დაუკვირდა-1
                  0
2.04
               5
2
არ დაუკვირდა-1
                  0
დაავიწყდა-1
3.04
               7
0

                  0   
4.04
               6
1
დაავიწყდა-1
                  0
5.04
              5
2
ვერ გაიგო-2
                  0
10.04
              5
2
არ დაუკვირდა -2
                  0

11.04
              5
2
არ დაუკვირდა-1
                  0
დაავიწყდა-1
12.04
              5
1
არ დაუკვირდა-1
                  0
16.04
              7
0

                  0

17.04
              5
2
ვერ გაიგო-1
                  0
დაავიწყდა-1
18.04
             7
0

                  0
19.04
             7
0

                  0
23.04
             5
0

                  0
24.04
             7
0

                  0
25.04
             6

1
ვერ გაიგო-1
                  0
26.04
             7
0

                  0
30.04
             6
1
არ დაუკვირდა-1
                  0









დაკვირვების    შედეგების ანალიზი
 ერთი თვის და ორი კვირის განმავლობაში დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რომ:
მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც საერთოდ არ ასრულებდა საშინაო დავალებას არის--0%.
მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სრულყოფილად ასრულებდნენ საშინაო დავალებას
  არის -86%, ეს არის 136 ნაშრომი.
მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც ნაწილობრივ ასრულებდნენ საშინაო დავალებას არის-14%, ანუ 22 ნაშრომი. აქედან:
     მოსწავლეთა რაოდენობა ვინც ,,არ დააკვირდა საშინაო დავალების      პირო-
       ბას’’ არის-12 ნაშრომი 55%.
     მოსწავლეთა რაოდენობა ვინც ,, ვერ გაიგო საშინაო დავალების პირობა
       არის-6 ნაშრომი 27%.
     მოსწავლეთა რაოდენობა ვისაც ,, დაავიწყდა ზოგიერთი სავარჯიშოს შესრულე-
      ბა’’ არის-18%,  4 ნაშრომი.



დანართი #2

  
რჩევები მშობლებს!
   პატივცემულო მშობლებო,კვლევა რომელშიც თქვენ და თქვენი შვილები ჩაერთეთ იანვრის თვეში გრძელდება. კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად  შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელთა თქვენ მიერ გათვალისწინებაც, დაეხმარება თქვენ შვილებს უფრო მეტად ეფექტური გახადონ საშინაო დავალების შესრულების პროცესი სასწავლო შედეგების გასაზრდელად.იმედი მაქვს თქვენი თანადგომის და ჩვენთან თანამშრომლობის.
                                                                     პატივისცემით, მათემატიკის მასწავლებელი:დალი შუკაკიძე

გაითვალისწინეთ, რომ საშინაო დავალება სწავლების მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს გაიუმჯობესოს უნარები და უკეთ ჩაწვდნენ შესასწავლ მასალას.
თქვენი როლი საშინაო დავალების შესრულებს პროცესში:  დაეხმარეთ შვილებს დროის განაწილებაში: კვებისთვის, დასვენების და საშინაო დავალების მომზადებისთვის,    დავეხმაროთ რამდენიც სჭირდება და არა იმაზე მეტი, შევაქოთ, წავახალისოთ).
საშინაო დავალების შესრულების წესების გაცნობა.
  მშობლები უნდა დავეხმაროთ შვილებს საშინაო დავალების  შესრულების (გადაუნაწილეთ საგნების მიხედვით წერითი და საკითხავი მასალა) განრიგის შედგენაში.
უნდა გავამხნეოთ და წავახალისოთ ბავშვები,  შევახსენოთ საშინაო დავალების  შესახებ, მაგრამ არასდროს შევასრულოთ დავალება მათთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ   თქვენ შვილს უჭირს საშინაო დავალების შესრულება, ვაცნობოთ ამის შესახებ საგნის  მასწავლებელს.
სთხოვეთ აგიხსნათ რომელი დავალებაა მისთვს ადვილი, რომელი რთული. ასევე დავინტერესდით, როგორ აპირებს ბავშვი ამ სირთულის გადალახვას. თუ უჭირს იმის ახსნა, რა უჭირს ვაცნობოთ ამის შესახებ თქვენი შვილის მასწავლებელს.
საშინაო დავალებისთვის შესასრულებელი დრო დადგენილი არ არის, თუ დავეყრდნობით სხვადასხვა კვლევების შედეგად გაცემულ რეკომენდაციებს , მე-5 კლასის  მოსწავლისთვის საშინაო დავალების შესასრულებლად საჭიროა 50 წუთი. კლასის აღმნიშვნელი რიცხვი უნდა გავამრავლოთ 10-ზე. თუმცა ეს რიცხვი რა თქმა უნდა იცვლება.
რეკომენდირებულია ბავშვს შევაწყვეტინოთ საშინაო დავალების შესრულება თუ  მისი ძილის დრო მოახლოვდა მაშინაც კი, თუ დავალებაზე მუშაობა არ დასრულებულა.




                         რეფლექსია, კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

      საჩხერის მუნიციპალიტეტის სპეთის საჯარო სკოლაში, 2018 წლის 15 იანვრიდან  4 მაისის ჩათვლით განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. კვლევის მიზანი იყო  ,,    მე-5 კლასში,  საშინაო დავალების  როგორც სწავლების ერთერთი მეთოდის, დაბალი ეფექტურობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და  შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.’’
   კვლევის დაწყების დღიდან, დეტალურად დავიწყე აღწერა კვლევის განხორციელე-ბისთვის საჭირო ყველა ეტაპის. ვფიქრობ რომ , კვლევის ანგარიშის სტრუქტურა ორგანიზებული გამომივიდა. რამაც  გამიადვილა კვლევის შედეგები  გამეზიარებინა კოლეგებისთვის. როგორც დაგეგმილი მქონდა კვლევის შედეგების გაზიარება მოვახდინე მათემატიკის კათედრის სხდომაზე და ამავე დროს მოვიწვიე დაინტერესებული პედაგოგები, სკოლის დირექცია და სქემის ფასილიტატორი მასწავლებელი.მინდა ავღნიშნო რომ ჩემი კოლეგებს ჰქონდათ ინფორმაცია,კვლევის მიმდინარეობის შესახებ, რადგან გზადაგზა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ვინტერესდებოდი მათი მოსაზრებებით და ვითვალისწინებდი კვლევის პროცესში.
        კვლევის პრეზენტაციისთვის გამოვიყენე კომპიუტერი/პროექტორით. კოლეგებს გავაცანი კვლევის ანგარიშის დიზაინი და სტრუქტურა. თანმიმდვრულად  გავიარე კვლევის თითეული ეტაპი, ვისაუბრე განხორციელებულ ქმედებებზე. გავაცანი როგორ განვსაზღვრე საკვლევი თემა და ჩამოვაყალიბე კვლევის მიზანი. ვისაუბრე როგორ მეხმარებოდა მთელი კვლევის განმავლობაში დღიურის წარმოება.  ყურა-დღება გავამახვილე იმ ლიტერატურის ანალიზზე რომელსაც გავეცანი კვლევის დაწყების დროს. გავუზიარე ჩემი მოსაზრება რატომ მივანიჭე უპირატესობა კვლევაში გამოყენებულ დაკვირვების და ანკეტირების მეთოდს . მოვახდინე კვლევის შედეგების ანალიზი სვეტოვანი დიაგრამებით , ვიძლეოდი დამატებით განმარტებებს დასმულ კითხვებზე. ხაზგასმით ავხსენი რა კავშირში იყო, ჩემს მიერ დაგეგმილი ინტერვენციები კვლევის შედეგებთან და რა გზით მოვახდინე მათი განხორცი-ელება.ვისაუბრე მეთოდზე რითაც კვლავ შევაფასე განხორციელებული ინტერვენციები და როგორ მივედი რეკომენდაციიების ჩამოყალიბებამდე.გავაცანი კვლევის საბოლოო დასკვნა და ყურადღებით დაველოდე მათ უკუკავშირს.
     ჩემთვის სასიამოვნო იყო ის ფაქტი რომ კოლეგებისგან დადებითი უკუკავშირი მივიღე. მათი აზრით კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები  გასათვა-ლისწინებელია ყველა პედაგოგისთვის, რაც უფრო მეტად დადებითად აისახება  მოსწავლეთა სასწავლო შედეგებზე. ეთანხმებოდნენ იმ მოსაზრებას რომ საშინაო დავალებას სწავლების ეფექტური მეთოდია. დირექციის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება რომ შემუშავებული რეკომენდაციები გამოიკრას სათანადო ადგილზე მეტი ინფორმირების მიზნით. მეც ვეთანხმები კოლეგების მოსაზრებას რომ , უფრო დიდ მაშტაბიანი კვლევა რომ განხორციელებულიყო ,ალბათ გამოიკვეთებოდა სოციალური ინკლუზისის საკითხი და რეკომენდაციებიც დაიდებოდა ამ მიმართულებით.  ერთმა კოლეგამ ძალიან საინტერესო იდეა მოგვაწოდა, მისი აზრით საინტერესო იყო, კვლევის ჩატარება იმის გასარკვევად საშინაო დავალება, ერთი თვის განმალობაში საერთოდ რომ არ მიგვეცა მოსწავლეებისთვის მოახდენდა თუ არა უარყოფით გავლენას სასწავლო შედეგებზე. ვფიქრობ რომ შეიძლება ამ მიმართულებით კვლევის ჩატარება, რადგან მასწავლებელი მუდმივად უნდა აკვირდებოდეს და იკვლევდეს საკუთარ პრაქტიკას. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა მე მაინც ვემხრობი მათ რიცხვს ვინც საშინაო დავალებას, სწავლების ეფექტურ მეთოდად თვლის. რადგან სწავლება უწყვეტი პროცესია განსაკუთრებულად სასკოლო ასაკში, იმისთვის რომ ცოდნა და შეძენილი უნარები ხანმოკლე მეხსიერებიდა ხანგრძლივში გადავიდეს და აქ შეძენილი მომავალში ყოფა-ცხოვრებაში გამოიყენოს.



Комментариев нет:

Отправить комментарий